ტექნოლოგიები

Facebook-ი 10 წლის გახდა

4 თებერვალი, 2014 •
Facebook-ი 10 წლის გახდა

facebook-ი  დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეიცვალა და განვითარდა. თუ 2004 წლის ბოლოს სოციალურ ქსელს მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, 2014 წლის იანვრის მონაცემებით ყოველთვიურად აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 1.2 მილიარდს აჭარბებს.

 

თავდაპირველად Thefacebook-ი მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეიქმნა, დღეს კი სოციალური ქსელის მომხმარებლები 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებიც არიან.

 

Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა მობილური ტექნოლოგიების დახვეწის შემდეგაც, 2013 წლის დეკემბრის მონაცემებით სოციალურ ქსელს მობილურით ყველთვიურად 900 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. facebook-ზე მომუშავე ადამიანების რიცხვი კი, რომელიც დაარსებისას 5 ადამიანს შეადგენდა, დღეს 6337–ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი