ტექნოლოგიები

amazon-მა გაუპატიურების, ინცესტის და სისატიკის შინაარსის შემცვლელი წიგნები ქსელიდან ამოიღო

12 ოქტომბერი, 2013 • • 1321
amazon-მა გაუპატიურების, ინცესტის და სისატიკის შინაარსის შემცვლელი წიგნები ქსელიდან ამოიღო

ამაზონმა ქსელიდან ის წიგნებისამოღო, რომლებიც ტექნოლოგიების ვებ-გვერდის The Kernel-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ჩამოთვლილი. კომპანიამ უარი განაცხადა BBC-სთან კომენტარი გაეკეთებინა აღნიშნულ საკთხზე, თუმცა დაადასტურა, რომ The Kernel- ის მიერ გამოყოფილი სფეციფიკური წიგნები ქინდლის ელექტრონული წიგნების მაღაზიის ქსელიდან ამოიღო.  

 

ანგარიშში, რომელიც The Kernel- მა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ თითქმის ყველა ინტერნეტ-მაღაზია ყიდის ლიტერატურას, რომელიც შეიცავს გაუპატიურების, ინცესტის და სისასტიკის შინაარსს. ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი Amazon-ს და Barnes & Noble-ს აქვს. ანგარიშის მიხედვით, მსგავს ლიტერატურას ყიდის  WHSmith, Waterstone sells და მაღაზია Foyles.  გამოქვეყნებულ რეპორტს მხოლოდ ამაზონისგან მოჰყვა რეაქცია, დანარჩენი კომპანიებისგან საჯარო განცხადებები ან ნაბიჯები ჯერ არ დაფიქსირებულა.  The Kernel-ის რეპორტი 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

 

ამაზონის ქსელიდან ამოღებული წიგნების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ

 

ინტერნეტ ვაჭრობის ვებ-გვერდებზე ასეთი წიგნების სათაურების ნახვა შეიძლება სპეციალურ სექციაში, სადაც ავტორები თავად თავაზობენ მათ ნამუშევრებს მომხმარებლებს, კომპანია გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების  გარკვეულ პროცენტს იღებს. BBC-სთან საუბრისას ადვოკატმა განცხადა, რომ ინტერნეტ გაყიდვების მაღაზიები შესაძლოა სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე წარდგნენ, თუ კონტენტი დაცვის მექანიზმების გარეშეა და მარტივად ხელმისაწვდომია.

მასალების გადაბეჭდვის წესი