ტექნოლოგიები

ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით საქართველო მე–12 ადგილზეა

10 ოქტომბერი, 2013 • • 1204
ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით საქართველო მე–12 ადგილზეა

ინეტრნეტ ვებ–გვერდებზე წვდომის თვალსაზრისით საქართველო შეფასებულია, როგორც თავისუფალი ქვეყანა. სამი კრიტერიუმიდან პირველს – ხელმისაწვდომობაზე ხელის შეშლა, მინიჭებული აქვს 8 ქულა, 2012 წელს ეს მონაცემი 9 ქულა იყო. კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა 25–ია. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, კონტენტის შეზღუდვა, აქ საქართველოს 7 ქულა აქვს (2012 წელს – 10 ქულა). ხოლო მესამე ნაწილში, რომელიც მომხმარებლების უფლებების დარღვევის შესახებაა, საქართველო შეფასებულია 11 ქულით, 2012 წელს ქვეყანას იგივე მონაცემი ჰქონდა. მესამე კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა 40–ია.

 

ჯამში, ინტერნეტის შეზღუდვის განმსაზღვრელი 3 კრიტერიუმის მიხედვით საქართველომ 100 ქულიდან 26 ქულა მოაგროვა და თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში მოხვდა.

 

ინტერნეტზე წვდომის კუთხით ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ისლანდიაა, მას მოსდევს ესტონეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, საფრანგეთი, იაპონია, იტალია, უნგრეთი, ბრიტანეთი, ფილიპინები, საქართველო, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, კენია, უკრაინა და სომხეთი.

 

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით თავისუფალ ქვეყნად, ჯამში, 17 ქვეყნაა შეფასებული, ნახევრად თავისუფლად 29 ქვეყნა შეფასდა, მათ შორის, თურქეთი და აზერბაიჯანი, ხოლო არათავისუფალ ქვეყნად  14 სახელმწიფო შეფასდა, მათ შორის, ირანი, ჩინეთი და ბელარუსი.

 

“Freedom House”-ის ანგარიში 2013 წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი