ტექნოლოგიები

“Facebook”–ის 1.27 მილიარდი მომხმარებელი ერთ ვებ–გვერდზე

1 ოქტომბერი, 2013 • • 1121
“Facebook”–ის 1.27 მილიარდი  მომხმარებელი ერთ ვებ–გვერდზე

ვებ–გვერდი 1.27 მილიარდ მომხამრებლის ფოტოს აერთიანებს, ფოტოები სოციალურ ქსელში დარეგისტრირების ქრონოლოგიის მიხედვითაა განთავსებული. მომხმარებელს შეუძლია იპოვოს საკუთარი პროფილი მეგობრების პროფილებთან მიმართებაში.

 

ერთი შეხედვით ვებ–გვერდი ფერადია და მომხმარებლების სახეები ერთი პიქსელის ზომისაა, თუმცა მოახლოების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ფოტო სრულად იხილიოთ და სხვა მომხმარებლების ფეისბუქის ანგარიშზეც გადახვიდეთ.

 

ახალი ვებ–გვერდი ერთი კვირის წინ ამუშავდა და მისი შემქმნელი ნატალია როხასია, რომელიც CNN–ს როგორც კრეატიული ტექნელოგი, ისე გაეცნო:

 

“ხშირად ვერთობოდი “ფეისბუქის”აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისით და აღმოვაჩინე, რომ არსებობს გზა, რომლითაც მომხმარვბლების საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ძალიან მარტივი ალგორითმის შედეგად შეიძლება. შესაბამისად, გადავწყვიტე, რაიმე საინტერესო და ლამაზი გამეკეთებინა– ყველა მომხმარებელი ერთ ვებ– გვერდზე განმეთავსებინა. მიზნის მისაღწევად კოდის წერა დავიწყე,” –განუცხადა როხასმა CNN–ს.

 

მისივე თქმით, მას არ დაურღვევია “ფეისბუქის” კონფიდენციალობა, რადგან ის არ ინახავს ვინმეს ფოტოს, სახელს ან პირადულ ინფორმაციას, უბრალოდ, მომხმარებლების ანგარიშებს ლინკავს. თავად “ფეისბუქის” წარმომადგენელს კომენტარი CNN-თან არ გაუკეთებია.

 

 

ნატალია როხასი პროექტს წელიწად–ნახევარი აკეთებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი