ტექნოლოგიები

Google ლოგოს და საძიებო გვერდს აახლებს

20 სექტემბერი, 2013 • • 1401
Google ლოგოს და საძიებო გვერდს აახლებს

ცვლილებების ფარგლებში, შეიცვალა მთავარი გვერდის მენიუს ველი (menu bar), უფრო პატარა ლინკების სპექტრით გვერდის მარჯვენა მხარეს.  სექტემბერში საკუთარი ლოგო განაახლა “Yahoo”-მ და “Microsoft”–მა შეცვალა ბინგის (Bing) საძიებო სისტემა.

 

“Google”–ის პრესსპიკერის განცხადებით, ცვლილებები ეტაპობრივად შეეხება კომპანიის სხვადასხვა პროდუქტს. “Google”–ის ლოგო 2010 წლის შემდეგ არ შეცვლილა და აღნიშნული ცვლილებები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის ყველა მომხმარებლისათვის.

 

“რასაც კომპანია აკეთებს, სათუთი ცვლილებაა, რადგან პროგრამული კომპანიები დამოკიდებული არიან მომხმარებლების ლოიალურობაზე, მათ არ სურთ ისეთი რამის გაკეთება, რაც  მომხმარებლებთან დააშორებს”– აცხადებს სარა როტმენი, “Forrester”–ის ანალიტიკოსი BBC–ისთან საუბარში.

 

ანალიტიკოსთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ლინკების ველის შემცირება მომხმარებლების წახალისებას უკავშირდება, რათა Google Plus–ის გამოყენენონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი