ტექნოლოგიები

iPhone 5S და iPhone 5C ახალი მოდელები “Apple”-სგან

11 სექტემბერი, 2013 • • 8808
iPhone 5S და iPhone 5C ახალი მოდელები “Apple”-სგან

iPhone 5S მისი წინამორბედის iPhone 5–ის გაუმჯობესებული ვერსიია. ახალი მოდელის მთავარი დეტალი თითის ანაბეჭდის სენსორია, რომელიც მისი მფლობელის იდენტიფიცირებას ახდენს და იდენტიფიცირების შემდეგ სისტემაში უშვებს. თუმცა იგი არ არის პირველი ტელეფონი მსგავსი შესაძლებლობით.

 

iPhone 5C–ს კი პლასტმასის უკანა მხარე აქვს და ის iPhone –ის იაფი ვერსიაა. 5C მოდელი ფერების დიდ არჩევანს აძლევს მომხმარებლებს.

 

ახალ მოდელს უფრო სწრაფი A7 პროცესორი აქვს, ასევე გაუმჯობესებულია მისი შესაძლებლობები ფოტოს ხარისხთან დაკავშირებით.  ვიდეო კი წამში 120 კადრს იღებს. ასევე, შესაძლებელი იქნება ნელი ეფექტის გამოყენება. iPhone 5S–ის პიქსელების რაოდენობა 8 მეგაპიქსელია და მისი წონა 112 გრამია.

 

iPhone 5C–ს კი A6 პროცესორი ექნება და იგი მონაცემებით ძველი iPhone 5–ის მსგავსი, უბრალოდ, მისი ბატარეა უფრო დიდხანს ძლებს.

 

iPhone 5S (Sim-free)– ის ფასი 549 გირვანქა სტერლინგია, მისი მეხსიერება 16 GB, ხოლო 64 GB მეხსიერების მქონე iPhone 5S 709 გირვანქა სტერლინგი ეღირება.

 

iPhone 5C–ის  მეხსიერება 16 GB–ია და მისი ფასი 469 გირვანქა სტერლინგია.

 

“Apple”-ის ახალი პროდუქცია აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ავსტრალიაში, კანადაში და სხვა ქვეყნებში 20 სექტემბრიდან გაიყიდება.

 

18 სექტემბრიდან ასევე გამოვა ახალი ოპერაციული სისტემა iOS 7, რომელსაც ასევე გამოიყენებენ iPhone 5  და  4S–ის მფლობელები.

 

 

iPhone 5C
iPhone 5C

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი