ტექნოლოგიები

“ფეისბუქის” ქართველ მომხარებელთა უფრო მეტი ნაწილი Android–ს ანიჭებს უპირატესობას

11 აგვისტო, 2013 • • 1117
“ფეისბუქის” ქართველ მომხარებელთა უფრო მეტი ნაწილი Android–ს ანიჭებს უპირატესობას

2013 წლის 11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 1 120 000 ადამიანი, მათი უმრავლესობა – 600 000 ქალია, ხოლო კაცების რაოდენობა შეადგენს 520 000 ათასს.

 

“ფეისბუქზე” საქართველოდან რეგისტრირებულ მომხარებლებს შორის სოციალურ ქსელს Android–ის სისტემით აღჭურვილი ტელეფონებითა და პლანშეტებით იყენებს 120 000 ადამიანი, ხოლო 104 000 ადამიანი “ფეისბუქს” Apple-ის პროდუქციით – აიპადებით, აიფონებითა და აიპოდებით სტუმრობს.

 

რაც შეეხება სხვა მობილურ ტელეფონებს –”ბლექბერსა” და “ვინდოუს ფოუნებს”, ჯამში, “ფეისბუქზე” საქართველოდან რეგისტრირებული მხოლოდ 12 400 მომხმარებელი იყენებს.

 

“ფეისბუქის” მომხარებელთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მეორე ადგილზეა. “ფეისბუქზე” სომხეთიდან სულ 520 000 მომხმარებელია რეგისტრირებული, აზერბაიჯანიდან კი – 1 320 000, თუმცა აზერბაიჯანში საქართველოსთან შედარებით ორჯერ მეტი, 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი