ტექნოლოგიები

უკავშირდება თუ არა 23 წლის გოგოს გარდაცვალება Apple-ის პროდუქტს

17 ივლისი, 2013 • 1121
უკავშირდება თუ არა 23 წლის გოგოს გარდაცვალება Apple-ის პროდუქტს

გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქე იყო, მისი და აცხადებს, რომ გარდაცვალების ფაქტს შეესწრო:

 

“ის ტელეფონზე ლაპარაკობდა და ამ დროს Iphone 5 დასამუხტად ჰქონდა შეერთებული, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. 
მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ არ ისაუბრონ ტელეფონზე მაშინ, როდესაც მობილური იმუხტება”, – განაცხადა გარდაცვლილის დამ.

Iphone 5
Iphone 5

 

ფაქტს გამოეხმაურა კომპანია Apple:

 

“ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ ტრაგიკული ინციდენტის გამო და ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ. კომპანია აუცილებლად გამოიძიებს ამ ფაქტს და მზად ვართ თანამშრომლობისთვის”, – განაცხადეს კომპანიაში.

 

პოლიციის ინფორმაციით, გოგონა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ტელეფონს უპასუხა, თუმცა ისინი თავს იკავებენ შეფასებისგან, იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი მობილური ტელეფონის გაუმართაობით გამოწვეული.

 

ექსპერტების თქმით, ტელეფონის დასამუხტად 3–5- ვატიან სიმძლავრეს ატარებს, რამაც ადამიანის გარდაცვალება არ შეიძლება გამოიწვიოს. მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებული იყო ტელეფონის დასამუხტი შნური, მას შეიძლება 220 ვოლტიც გაეტარებინა და გარდაცვალების ფაქტი გამოეწვია.

 

ჩინეთი Apple–ის პროდუქციის მეორე ყველაზე მსხვილი ბაზარია და კომპანიის წარმოებული პროდუქცია იქ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი