ტექნოლოგიები

Facebook-ს აშშ–მა დაახლოებით 19 000 მომხმარებლის ინფორმაციის მიწოდება სთხოვა

15 ივნისი, 2013 • • 1064
Facebook-ს აშშ–მა დაახლოებით 19 000 მომხმარებლის ინფორმაციის მიწოდება სთხოვა

“Facebook”–ის განცხადებით, თხოვნა ეხებოდა დაახლოებით 18 000– 19 000 მომხმარებელთა პირად ანგარიშს, ხოლო საკითხები მოიცავდა ადგილობრივ დანაშაულს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს.  

 

მაიკროსოფთის განცხადებით კი, მათ 6 000– 7 000 თხოვნა მიიღეს დაახლოებით 31 000–32 000 პირად ანგარიშზე. 

 

ინტერნეტ კომპანიებთან- “facebook”, “Google” “Yahoo” “Apple” “Microsoft” დაკავშირებით ერთი კვირის წინ განაცხადეს, რომ აღნიშნული კომპანიების სერვერებთან და მონაცემთა კოლექციის პროგრამასთან, რომელიც PRISM სახელითაა ცნობიილი, აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) პირდაპირი ხელმისაწვდომობაა აქვს.

 

კომპანიებმა აღნიშნული ბრალდება უარყვეს, მათი განცხადებით, ასეთ ხელმისაწვდომობას ისინი არ აძლევენ აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA), თუმცა აკმაყოფილებენ კანონიერ მოთხოვნებს. კომპანიების ნაწილმა ხელისუფლებას მოუწოდა, ნება დართოს მას, გაასაჯაროოს მიღებული საიდუმლო მოთხოვნების რაოდენობა. 

 

თვის დასაწყისში ედვარდ სნოუდენისგან, რომელიც CIA ყოფილი ტექნიკური ასისტენტია, გამოჟონა ინფორმაციამ იმ პროგრამის შესახებ, რომელსაც PRISM ეწოდება. 29 წლის ედავრდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჰონ–კონგში გაიქცა, სანამ “Guardian” და “Washington Post” აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებდნენ. მისი ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი