ტექნოლოგიები

Yahoo–მ tumblr მილიარდად შეიძინა

20 მაისი, 2013 • • 1151
Yahoo–მ tumblr მილიარდად შეიძინა

კომერციული გარიგების ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღწევს, რომელსაც Yahoo ნაღდ ფულად გადაიხდის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კომპანიის აღნიშნული ნაბიჯი მის იმიჯზე დადებითად იმოქმედებს, რადგან tumblr-ის ძირითადი მომხმარებლები ახალგაზრდები არიან, მისი პოპულარობა კი დღითიდღე უფრო იზრდება.

 

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც Yahoo–მ ახალი მმართველის, მარისა მეიერის დანიშვნის შემდეგ გადადგა. მეიერმა აღნიშნული პოსტი 2012 წლის ზაფხულში დაიკავა და მას ერთი შეხედვით რთული მისია დაეკისრა: კომპანიას უნდა დაუბრუნოს ბაზარზე ის პოზიციები და პოპულარობა, რომელიც მას წლების წინ ჰქონდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი