ტექნოლოგიები

Facebook-ზე საქართველოდან დარეგისტრირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

6 აპრილი, 2013 • 1182
Facebook-ზე საქართველოდან დარეგისტრირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

6 აპრილის მონაცემებით იმ პირთა რიცხვმა, რომლებიც საქართველოდან არიან ფეისბუქზე, 1 028 840 შეადგინა.  აქედან  560,040 ქალია და  465,840 კაცი, მცირე ნაწილს კი სქესი მითითებული არა აქვს.

ფეისბუქის მომხარებლებში ქალები ჭარბობენ აშშ-შიც.  ამერიკიდან  ფეისქბუქზე 85 მილიონი ქალია რეგისტრირებული და 70 მილიონამდე კაცი.

 

საქართველოდან ფეისბუქზე დარეგისტრირებულთა დიდი ნაწილი ახალგაზრდაა, ან თავს ახალგაზრდად მიიჩნევს. Facebook-ის მიხედვით,  680 700 მომხარებელი საქართველოდან  25 წლამდე ასაკისაა. 

 

alexa.com-ის მიხედვით, ფეისბუქი საქართველოში ყველაზე პოპულარული საიტია მაშინ, როცა გლობალურ მონაცემებში google ლიდერობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი