ტექნოლოგიები

Google reader უქმდება

14 მარტი, 2013 • • 1077
Google reader უქმდება
“ჩვენ ვიცით, რომ Google reader–მა დააგროვა მომხარებლები, რომლებისთვისაც ეს იქნება სამწუხარო ამბავი. ჩვენც ძალიან ვწუხვართ. ორი მარტივი მიზეზია, რატომაც ეს სერვისი უქმდება: Google reader–ის გამოყენება შემცირდა და კომპანიამ გადაწყვიტა ძალების მოკრება და მთელი ენერგიის მიმართვა სხვა სერვისების განვითარებისკენ”, –წერს ალან გრინი Google reader–ის ბლოგზე. 
 
 
Google მომხარებლებს აძლევს სამთვიან ვადას, რათა მათ შეძლონ ვებგვერდებიდან სიახლეების გამოწერის ალტერნატიული სერვისის პოვნა და აქამდე გამოწერილი ინფორმაციის შენახვა, რომელიც შესაძლებელია ამ ვებგევრდის დახმარებით.
 
 
გარდა სიახლეების გამოწერის სერვისისა, Google–მა გადაწყვიტა, რომ 2013 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე სერვისი გააუქმოს, მათ შორის, Google Cloud Connect, Google Building Maker, Google Voice App for Blackberry და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი