ტექნოლოგიები

“ფეისბუქის” ახალი დიზაინი

11 მარტი, 2013 • • 1600
“ფეისბუქის” ახალი დიზაინი

ფეისბუქის ახალი დიზაინი
ფეისბუქის ახალი დიზაინი

მთავარი ცვლილება “ფეისბუქის” დიზაინში იქნება ის, რომ ფოტოები და პოსტები გაცილებით დიდი ზომით გამოჩნდება ახალი ამბების ზოლში, ვიდრე ეს აქამდე იყო. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეეძლებათ სიახლეები კატეგორიების მიხედვით გაფილტრონ. მაგალითად, მომხარებელს შეეძლება ახალი ამბების ზოლში გამოიწეროს მხოლოდ სპორტისა და მუსიკის შესახებ პოსტები და ავტომატურად არ ნახოს ყველა სიახლე, რასაც მის მიერ მოწონებული გვერდები და მისი მეგობრები დაპოსტავენ “ფეისბუქში”.

 

“ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, არის ის, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო პერსონალური გაზეთი მსოფლიოშო”, – ასე აფასებს დაგეგმილ რედიზაინს “ფეისბუქის” დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი. მის კომენტარს CNN ავრცელებს.

 

დაგეგმილ ცვლილებებს “ფეისბუქის” მომხარებელთა ნაწილი სკეპტიკურად ხვდება. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი წერს, რომ “ფეისბუქის” ახალი დიზაინი არის Google plus–ის დიზაინის გამეორება.

 

“ფეისბუქის” მომხარებლებს შეუძლიათ ნახონ, თუ როგორი იქნება ახალი დიზაინი და შეუერდნენ სიახლის მომლოდინეთა სიას. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი