ტექნოლოგიები

„ახალი თაობის იდეა პრემიერს“

13 მარტი, 2014 • • 1126
„ახალი თაობის იდეა პრემიერს“

„კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. ამიტომ გთავაზობთ კომუნიკაციის ყველაზე მოხერხებულ საშუალებას – „ფეისბუკზე“ ჩემი ოფიციალური გვერდისთვის შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია – „ახალი თაობის იდეა პრემიერს“. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაინც მოვახერხებ გავეცნო თქვენს  მოსაზრებებს, თქვენს იდეებს და მქონდეს თქვენთან კომუნიკაცია.


მოგიწოდებთ, იაქტიუროთ. მერწმუნეთ, ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში თქვენი მონაწილეობა, თქვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვიქნები, თუ ჩაერთვებით ამ პროექტში, მიიღებთ მონაწილეობას ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე ფორუმებსა და განხილვებში, რომელიც სპეციალურად სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის დღეიდან გაიხსნა“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი