ტექნოლოგიები

Google–ის რეკორდული შემოსავალი

23 იანვარი, 2013 • • 1732
Google–ის რეკორდული შემოსავალი

ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” წერს, რომ Google–მა ექსპერტების პროგნოზები გაამართლა და მისი შემოსავალი წინა წელთან 
შედარებით 36%–ით გაიზარდა.  მხოლოდ 2012 წლის  მეოთხე კვარტალში კომპანიამ 14.4 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო შემოსავლის სახით.

 

წინა წელთან შედარებით Google–ის სარეკლამო შემოსავალი 19%–ით გაიზარდა, ასევე გაიზარდა კომპანიის კუთვნილი და პარტნიორი ვებ–გვერდების შემოსავლებიც. კომპანია შემოსავლების ზრდას მნიშვნელოვანწილად უკავშირებს მობილურების ბაზარზე გააქტიურებას და პოპულარობის ზრდას. სმარტფონების მომხარებლებში წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება Google android სისტემით აღჭურვილი ტელეფონების პოპულარობა, რაც კომპანიის შემოსავლებს კიდევ უფრო ზრდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი