ტექნოლოგიები

რომის პაპი twitter-ს უერთდება

3 დეკემბერი, 2012 • 1024
რომის პაპი twitter-ს უერთდება

პაპის ტვიტები ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდება, თუმცა სხვა ანგარიშების მეშვეობით ესპანურ, პორტუგალიურ, იტალიურ, გერმანულ, პოლონურ, არაბულ და ფრანგულ ენებზე ითარგმნება. ამავე ანგარიშების მეშვეობით პაპი შეეცდება ყველა ენაზე დასმულ შეკითხვაზე გასცეს პასუხი. 

 

12 დეკემბერს საკუთარი ანგარიშით პირადად ბენედიქტ მეთექვსმეტე დატვიტავს, როგორც ცნობილიაა პაპმა ერთხელ უკვე მიმართა ხალხს ტვიტერის საშუალებით  Vatican News–ის ანგარიშის გამოყენებით.

 

სოციალურ ქსელში უკვე არსებობს რომის პაპის ყალბი ანგარიშები, მათ შორის @BenedictusPPXVI და სხვა, ოფიციალური ვატიკანი იმედს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ, რაც რომის პაპს ოფიციალური ანგარიში ექნება სხვა ანგარიშებიდან ყალბი ინფორმაცია აღარ გავრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი