ლარი პეიჯმა შარშანდელთან შედარებით ორი საფეხურით მაღლა აიწია და ასეულში პირველი ადგილი დაიკავა, შარშან სიის სათავეში Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი იმყოფებოდა.

წლევანდელ ასეულში მეორე ადგილზე Twitter-ის დამფუძნებელი დიკ კოსტოლოა, ხოლო მესამე ადგილი კომპანია BBC-ს თავმჯდომარეს უჭირავს.

სხვადასხვა წელს სიის სათავეში სხვადასხვა გავლენიანი ფიგურები ექცევიან, მაგალითად, 2010 წელს პირველ ადგილზე კომპანია Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი იყო, წინა წლებში კი– რუპერტ მერდოკი და მისი ვაჟი ჯეიმსი. წლევანდელ რეიტინგში მერდოკს მე –11, ხოლო მის ვაჟს მე–100 ადგილი უკავიათ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *