ტექნოლოგიები

iPhone 5–ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

5 სექტემბერი, 2012 •
iPhone 5–ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

iphone 5-ის არაოფიციალური ფოტო
iphone 5-ის არაოფიციალური ფოტო

 

მომხმარებლები ჯერ კიდევ თვეების წინ ელოდნენ, რომ iPhone 4–ის შემდეგ ტექნოლოგიური გიგანტი iPhone 5–ს გამოუშვებდა, თუმცა, მათ იმედები გაუცრუვდათ და კომპანიამ მხოლოდ iPhone 4–ის გაუმჯობესებული ვერსია, iPhone 4s გამოუშვა. ცოტა ხნის წინ Apple–ს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ  iPhone 4s–ის მომდევნო მოდელის სახელი iPhone 5 იქნება.

 

ახალ სმარტფონს წინამორბედთან შედარებით დიდი, 4.2 ინჩიანი დისპლეი ექნება, ასევე, ელოდებიან, რომ ის იქნება უფრო თხელი. სხვადასხვა მედიასაშუალებებმა უკვე გაავრცელეს  iPhone 5–ის ფოტო–ვიდეომასალა, თუმცა,  Apple–ს ჯერ არ დაუდასტურებია აღნიშნული მოდელის ავთენტურობა. მისი ხილვის საშუალება მომხარებელს პირველად 12 სექტემბერს, სან ფრანცისკოს ერთ–ერთ ხელოვნების ცნტრში მიეცემა.

 

ამ დროისათვის ცნობილია, რომ iPhone 5 იმუშავებს უფრო მძლავრი, ახალი iOS 6 ოპერაციული სისტემით.  

მასალების გადაბეჭდვის წესი