ტექნოლოგიები

ახალი ”ტაბლეტი” – Microsoft-ისგა

19 ივნისი, 2012 • • 1405
ახალი ”ტაბლეტი” – Microsoft-ისგა

ახალი ტაბლეტი რომლის სახელია Surface – იმავეს იწონის რასაც iPad-ი, ხოლო ზომაში მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.  Surface – ის ეკრანის ზომა 10.6-დიუმია და მისი გამოყენება ფილმების საყურებლადაცაა შესაძლებელი. მოწყობილობა  Windows 8 -ის ოპერატიული სისტემით მუშაობს.

როგორც Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ბალმერმა განაცხადა, ტაბლეტი Microsoft-ის ხანგრძლივი გამოცდილების პროდუქტია, ისეთივე როგორც კომპიუტერული მაუსი.

”ჩვენი სურვილი იყო Windows 8 -ის, თვის მისი საკუთარი ინოვაციური კომპიუტერული მოწყობილობა შეგვექმნა და ეს არის ტაბლეტი” –  განაცხადა სტივენ ბალმერმა.

Microsoft -ის გადაწყვეტილება შეემნა საკუთარი ტაბლეტი, არის იმის დემონსტრირება რომ კომპანიამ გაიაზრა, ბაზრის ახალ მოთხოვნები, მისი პოლიტიკაა არ იყოს მიჯაჭვული მხოლოდ კიმპიუტერების ბიზნესზე.  

მიუხედავად იმისა, რომ Microsoft – ი უკვე რამდენიმე წელია ახალ პროდუქტებს ქმნის ისეთი როგოცაა Xbox video თამაშები, Zune-ს მუსიკალუი პლეიერი და კომპიუტერული კლავიატურებია,  Microsoft მაინც მოიაზრება, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი