ტექნოლოგიები

Google–მა Youtube–დან 600-ზე მეტი ვიდეო წაშალა

18 ივნისი, 2012 • 1092
Google–მა Youtube–დან 600-ზე მეტი ვიდეო წაშალა

ამის შესახებ მოთხოვნა კომპანიაში ბრიტანეთის პოლიციელთა ასოციაციისგან შევიდა.

Google-ში აცხადებენ, რომ ვიდეოების ამოღების თაობაზე სხვადასხვა ტიპის მოთხოვნები კომპანიაში უამრავი ქვეყნიდან შედის, თუმცა კომპანია ყველა მოთხოვნას არ ითვალისწინებს.

კანადის საპასპორტო განყოფილება ერთ–ერთი იყო მათ შორის, ვინც Google-სგან ვიდეოების წაშლა მოითხოვა. მათ შორის ერთ ვიდეოზე ნაჩვენებია, როგორ შარდავს კანადის მოქალაქე საკუთარ პასპორტზე, შემდეგ კი ტუალეტში აგდებს.

Google-მა ასევე უარი განაცხადა ექვსი სატირული ხასიათის ვიდეოს წაშლაზე, რომლებიც პაკისტანის არმიას შეეხებოდა. მოთხოვნა კომპანიაში პაკისტანის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროდან შევიდა.

Google-ის ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენლის განცხადებით, ის შეშფოთებულია, იმდენად ბევრი მოთხოვნა შევიდა კომპანიაში პოლიტიკური ხასიათის გამოსვლების დაბლოკვასთან დაკავშირებით:

“ჩვენ, მაგალითად, მივიღეთ მოთხოვნა პოლონეთის საწარმოთა განვითარების სააგენტოდან, მათ უნდოდათ დაგვებლოკა ვიდეოები, რომლებშიც ისინი გაკრიტიკებული იყვნენ”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. მისი თქმით, უსაფუძვლოდ არც ერთი ვიდეო არ წაშლილა, რადგან Google გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი