ტექნოლოგიები

მეორე ჰაკერული თავდასხმა სამინისტროს ვებგვერდზე

4 ივნისი, 2012 • • 1301
მეორე ჰაკერული თავდასხმა სამინისტროს ვებგვერდზე

პირველი თავდასხმა სამინისტროს ვებგვერდზე, დაახლოებით, 17:45 საათზე განხორციელდა. ამ დროს ვებგვერდის მთავარ გვერდზე ჰაკერთა საიმიჯო ფოტო გამოქვეყნდა წარწერით hacked by Brothers Team. სპეციალისტებმა ხარვეზის გამოსწორება 15 წუთში შეძლეს, თუმცა, დაახლოებით 18:45 საათისთვის ჰაკერებმა საიტს ხელმეორედ შეუტიეს. ამჯერად ვებგვერდის მთავარ გვერდზე მორიგი საიმიჯო ფოტოა გამოქვეყებული წარწერით Hacked by San3a.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტური სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაია სიხარულიძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სპეციალისტები, მათ შორის შესაბამისი სამართალდამცავი უწყებები, უკვე ჩაერთნენ საქმის გამოძიებაში, თუმცა, ჯერეჯრობით კიბერშეტევის წყარო და შეტევის მეთოდები დადგენილი არ არის.

 

ვებგვერდ Zone-H.org-ის ცნობით, რომელიც კიბერდანაშაულზე ინფორმაციას აქვეყნებს, ჰაკერულმა ჯგუფმა  Brothers Team-მა დღეს საქართველოს გარდა კიბერშეტევა განახორციელა ბრაზილიისა და ვიეტნამის  სამთავრობო რესურსებზე.  

მასალების გადაბეჭდვის წესი