ტექნოლოგიები

Ego HD Camera გაყიდვაში გამოდის

31 მაისი, 2012 • 1437
Ego HD Camera გაყიდვაში გამოდის

კომპაქტური კამერა Ego, რომელიც ხელის გულზე ეტევა, ძირითადად მოგზაურობის მოყვარული ხალხისთვისაა განკუთვნილი.

გარდა მაღალი ხარისხის ვიდეოსი, კამერა 12– მეგაპიქსელიან ფოტოებსაც იღებს და ერთ წამში 60 კადრის უწყვეტ რეჟიმში გადაღება შეუძლია.

კამერის მოცულობა 32 გბ-ია, ხოლო მისი ელემენტი დამუხტულ მდგომარეობაში დაახლოებით 2 საათს ძლებს.

კამერა აღჭურვილია Wi-Fi-თ, მას გააჩნია სპეციალური სამაგრი, რომლითაც შესაძლებელია ველოსიპედის ან მანქანის საჭეზე მიმაგრდეს, ის ასევე ძლებს წყლის ქვეშ, დაახლოებით 3 მეტრის სიღრმეზე.

ვიდეო-კამერის ღირებულება 150$-ია და მას საჩუქრად 4გბ-იანი ფლეშ-ბარათიც მოყვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი