ტექნოლოგიები

ავტორობოტმა ლიცენზია მიიღო

9 მაისი, 2012 •
ავტორობოტმა ლიცენზია მიიღო

ამერიკაში, ნევადას შტატში, პირველად გაიცა ლიცენზია ავტომობილზე, რომლის მართვასაც მძღოლი არ სჭირდება.

პირველი ავტომობილი, რომელიც დამოუკიდებლად იმოძრავებს, კომპანია google-ის მიერ შემუშავებული Toyota Prius–ია.

ავტომობილმა პირველი სატესტო გარბენი ლასვეგასის ცნობილ ბულვარში გააკეთა, თუმცა სატესტო გაშვებამდე მანქანა google-ის ინჟინრებმა რამდენჯერმე გამოცადეს, მათ შორის კალიფორნიასა და სან–ფრანცისკოში, შემოწმებისას ავტომობილში პროფესიონალი მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ავტომობილის მართვას საკუთარ თავზე აიღებდა, თუმცა ექსპერიმენტი წარმატებით დამთავრდა.

პროგრამისტის, სებასტიან ტრუნის თქმით, მანქანამ ავარიის გარეშე დაახლოებით 140 ათასი კილომეტრი გაიარა.

ნევადის შტატის საავტომობილო სამმართველოს დირექტორი ბრიუს ბრესლოუსი მომავლის ავტომობილად სწორედ ასეთ მანქანას თვლის.

ნევადას შტატში ლიცენზიის მოსაპოვებლად განაცხადი უკვე სხვა ავტომობილის  მწარმოებელმა კომპანიებმაც შეიტანეს.

ლიცენზიების გაცემა მსგავს ავტომობილებზე მალე კალიფორნიის შტატშიც დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი