Samsung–მა მობილური ტელეფონების ბაზარზე Nokia–ს გაასწრო

Samsung Electronics–ი მსოფლიოს უდიდესი მობილურების მწარმოებელი კომპანია გახდა. Samsung–მა, გაყიდული მობილური ტელეფონების რაოდენობით, Nokia–ს აჯობა და მსოფლიო პირველობა წაართვა, ნათქვამია BBC–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Samsung Electronics–ი მსოფლიოს უდიდესი მობილურების მწარმოებელი კომპანია გახდა. Samsung–მა, გაყიდული მობილური ტელეფონების რაოდენობით, Nokia–ს აჯობა და მსოფლიო პირველობა წაართვა, ნათქვამია BBC–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Nokia მსოფლიო ტელეფონების ბაზარზე 1998 წელიდან ლიდერობს, რომელმაც მობილური ტელეფონების ბაზარზე გაყიდვების რაოდენობით კიდევ ერთ ტელეფონების მწარმოებელს, Motorola-ს აჯობა.

ვითარება 2012 წლიდან შეიცვალა. Samsung–მა 2012 წლის დასაწყისში 93m ტიპის მობილურები გამოუშვა, რომლითაც გაუთანაბრდა და გაუსწრო კიდეც Nokia–ს 83m ტიპის მობილურ ტელეფონებს.

BBC-ის ცნობით, Samsung-ის მობილური ტელეფონების გაყიდვით მიღებული წმინდა მოგება მიმდინარე წლის 31 მარტისთვის 4.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც 81% პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით.

Samsung–ის კიდევ ერთი ინოვაცია გასული წლების მანძილზე Galaxy–ის პროგრამა იყო, რომლის გაუმჯობესებული ვარიანტის ბაზარზე ჩაშვებას Samsung–ი 3 მაისიდან გეგმავს.

Samsung-ში აცხადებენ, რომ მათი მობილური ტელეფონების წარმატების მიზეზი IT და მობილური კომუნიკაციების საუკეთესო ნაერთია, რაც სმარტფონების მრავალფუნქციურობას, ხარისხიანობას და გამძლეობას უზრუნველყოფს.

ამ მომენტისათვის მსოფლიო მობილური ტელეფონების ბაზრის 25.4%-ს Samsung–ი ფლობს, 22.5%–ს – Nokia, 9.5%–ს კი– Apple.  42.6%–ს დანარჩენი კომპანიები ინაწილებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი