MTV არჩევნებზე ახალგაზრდების აქტიურობის გაზრდას ონლაინ თამაშის მეშვეობით აპირებს.
MTV-მ სპეციალური თამაში შექმნა, რომლის მოთამაშეებიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ჯილდოს იღებენ. თამაშის სახელია “Fantasy Election”. გეიმერებმა თამაშის მოსაგებად დებატებს უნდა ადევნონ თვალ–ყური, მხარი დაუჭირონ სასურველ კანდიდატს და გაერკვიონ მათ პოლიტიკურ ხრიკებში.
“ეს საშუალებას მოგვცემს, გავაგებინოთ ახალგაზრდებს, თუ რას უნდა მოითხოვდნენ იმ ადამიანებისგან, ვისაც უნდა, რომ თანამდებობაზე დაინიშნოს”, – განაცხადა MTV–ს ვიცე პრეზიდენტმა ჯეისონ რზეპკამ.
“Fantasy Election” ონლაინ თამაშია, მასში მონაწილე ადამიანები კანდიდატების ვირტუალურ გუნდს ქმნიან, წარადგენენ სენატის წევრებს, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატს და კონკურენციას უწევენ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილ სხვა კანდიდატებს.
კანდიდატებს გარკვეული აქტივობების შემდეგ ქულები ეწერებათ, ეს ყველაფერი არჩევნების დღემდე გრძელდება, შემდეგ კი გამარჯვებული გამოვლინდება.
MTV–ს ვიცე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თამაში პოპულარული გახდება. ის ადამიანები, ვისაც 18 წელი უსრულდება და ხმას პირველად აძლევს, საკითხში გარკვეულები იქნებიან და სასურველ კანდიდატს უფრო დაფიქრებით აარჩევენ, ასევე ეს იქნება იმის სტიმული, რომ ახალგაზრდებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.