ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ლაბორატორიაში ორგანოების გაზრდა მოახერხეს

22 მარტი, 2012 • 1208
მეცნიერებმა ლაბორატორიაში  ორგანოების გაზრდა მოახერხეს

მკვლევარებმა ლაბორატორიაში ცალკეული ორგანოების  გაზრდა მოახერხეს, მათი განცხადებით, ამ ორგანოების გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, ვისაც ამისი საჭროება გააჩნია.

ორგანოების შექმნა პაციენტის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

მეცნიერების განცხადებით, ეს უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის, რომლებიც ზოგჯერ წლობით ელოდებიან საჭირო ორგანოს იმისათვის, რომ გადანერგვა გაიკეთონ, ხშირ შემთხვევაში კი სხვა ადამიანისგან გადანერგილი ორგანო ახალ სხეულს ვერ ეგუება.

მკვლევარების განცხადებით, მსგავს ფაქტებთან საქმე აღარ ექნებათ, თუკი პაციენტს საკუთარი ღეროვანი უჯრედისგან შექმნილ ორგანოს გადაუნერგავენ.

ერთ–ერთი მკვლევარი დოქტორი ენტონი ატალა ორგანოების გაზრდას ნამცხვრის ცხობას ადარებს. მისი განმარტებით, ისინი ჯერ ამზადებენ საჭირო მასას, რომელიც გარკვეულ გარემოში მოთავსების შემდეგ კონკრეტული დროის გასვლასთან ერთად იზრდება, ისევე როგორც ცხვება ნამცხვარი ღუმელში გარკვეულ ტემპერატურაზე მოთავსების შემდეგ.

მისივე განცხადებით, დიდი დრო აღარ დარჩა იქამდე, როცა ამ მეთოდის გამოყენებით სხეულის ნებისმიერი ორგანოს შექმნა იქნება შესაძლებელი, თუმცა სხეულის ნაწილების შექმნამდე მეცნიერება ჯერ კიდევ შორსაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი