ტექნოლოგიები

ფეისბუქი ევროპაში შეფერხებით მუშაობს

7 მარტი, 2012 •
ფეისბუქი ევროპაში შეფერხებით მუშაობს

Facebook ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში გათიშულია. ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერსა და ბლოგებზე ყოველწამიერად ვრცელდება.

ალბანეთი, ბელგია, ბოსნია, ბულგარეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი, ისრაელი, ირლანდია, იტალია, ნორვეგია, ჰოლანდია, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა – ეს არის არასრული სია იმ ქვეყნებისა, სადაც ფეისბუქის მუშაობას ბოლო საათების განმავლობაში პრობლემები შეექმნა.

როგორც ტვიტერზე გავრცელებული ინფორმაციით ხდება ცნობილი, აღნიშნულ ქვეყნებში ინტერნეტის მომხმარებელთა ნაწილი თავისუფლად სარგებლობს ფეისბუქით, ნაწილი კი სოციალურ ქსელში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ტვიტერზე მომხმარებლები ასევე წერენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიასა და ფინეთში ფეისბუქზე წვდომა რამდენიმე წუთის წინ აღდგა. ფეისბუქის გათიშვის მიზეზებზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ტვიტერზე ფეისბუქის გათიშვის შესახებ ინფორმაცია იძებნება ჰაშტეგით #FBdown

ფეისბუქის წვდომასთან დაკავშირებით დღეს დილით პრობლემები იყო თბილისშიც, თუმცა, ამჟამად სოციალური ქსელი ხელმისაწვდომია.

მასალების გადაბეჭდვის წესი