ტექნოლოგიები

Google-ის კიდევ ერთი ინოვაცია, სათვალე–კომპიუტერი

23 თებერვალი, 2012 • 1163
Google-ის კიდევ ერთი ინოვაცია, სათვალე–კომპიუტერი

კომპანია Google-ი ახალი ულტრათანამედროვე სათვალის გამოშვებას გეგმავს, რომელსაც კომპიუტერი ექნება ჩამონტაჟებული.

კომპიუტერი სათვალის მხოლოდ ერთ შუშაზე იქნება განთავსებული, მას ინტეგრირებული კამერაც ექნება და მონაცემებს პატარა ეკრანზე გამოიტანს.

კომპიუტერის მართვა თავის მოძრაობით იქნება შესაძლებელი, ასევე, სათვალეს გვერდებზე ღილაკები დაუმონტაჟდება. სავარაუდოდ, პროდუქტი Wi-Fi და Blootuth–ითაც იქნება აღჭურვილი.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, სათვალის ღირებულება 250$–დან 600$–მდე იქნება, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ტიპური სმარტფონი ღირს.

Google-ში აცხადებენ, რომ სათვალე–კომპიუტერის გამოყენების სწავლა საკმაოდ მარტივი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი