ტექნოლოგიები

“Motorola” მომხმარებელს ახალ სმარტფონს სთავაზობს

23 თებერვალი, 2012 •
“Motorola” მომხმარებელს ახალ სმარტფონს სთავაზობს

კომპანია “მოტოროლა” მომხმარებელს ახალ, თხელ და დახვეწილ მოდელს Droid RAZR Maxx–ს სთავაზობს, რომელიც Android 2.3.5 (Gingerbread) პლატფორმაზეა შექმნილი.

მწარმოებელი კომპანიის ინფორმაციით, Droid RAZR Maxx–ს სმარტფონების ბაზარზე ყველაზე მძლავრი აკუმულატორი გააჩნია, ხმოვანი მონაცემების გადაცემის რეჟიმში კი აპარატის მუშაობის ხანგრძლივობა 21 საათს აღწევს.

სმარტფონის წონა 145 გრამია, მის მონაცემები კი შემდეგია:

4,3-დუიმიანი, სენსორული Super AMOLED Advanced დისფლეი 960×540 წერტილის გარჩევადობით;
ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც;
1 გბ ოპერატიული მეხსიერება და ფლეშ-მოდული მოცულობით 16 გბ (კომპლექტში იმავე ტევადობის MicroSD–ბარათიც შედის).
1,3 მეგაპიქსელიანი ფრონტალური და 8–მეგაპიქსელიანი უკანა კამერა შუქდიოდური გაელვებითა და ვიდეოების მაღალ ხარისხში, 1080р ფორმატში ჩაწერის შესაძლებლობით;
უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაფტერი,
GPS მიმღები,
ელექტრო კომპასი,
HDMI ინტერფეისი
USB 2.0 პორტი

გაჯეტის შეძენა დაახლოებით 300 დოლარადაა შესაძლებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი