ტექნოლოგიები

Twitter-ი შეზღუდვებს აწესებს

27 იანვარი, 2012 • 1198
Twitter-ი შეზღუდვებს აწესებს
”Twitter”-მა გამოაცხადა, რომ ქვეყნების მოთხოვნის შესაბამისად მოახდენს კონტენტზე წვდომის ბლოკირებას.,

”Twitter”-ის განცხადებით,  მომხმარებელს ეცოდინება, თუ რატომ წაიშალა მის მიერ გავრცელებული შეტყობინება.

”ჩვენ პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას და ვმუშაობთ ბევრს, რომ ტვიტერზე გამოქვეყნებული კონტენტი არ წაიშალოს”- ასე უპასუხა CNN-ის შეკითხვას ჯოდი ოლსონმა, ტვიტერის სპიკერმა.

იმ ქვეყნების მაგალითებად, სადაც ტვიტერის კონტენტი შესაძლოა შეიზღუდოს, დასახელდა საფრანგეთი და გერმანია, სადაც ნაცისტური შინაარსის შემცველი მესიჯების გავრცელება იკრძალება. ტვიტერი ამ ქვეყნებში ნაცისტური შინაარსის კონტენტს წაშლის.

თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში იმდენად შეზღუდულია გამოხატვის თავისუფლება, რომ  ტვიტერი იქ ვერ იმუშავებს.

”ერთ–ერთი ჩვენი ფასეულობა, რომელსაც კომპანია იცავს და პატივს ცემს, არის თითოეული მომხმარებლის ხმა,”- წერია ტვიტერის ბლოგზე.

”ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ კონტენტი ყველგან და ყოველთვის, როცა ამას ვერ შევძლებთ, ჩვენ გამჭირვალენი ვიქნებით ჩვენი მომხმარებლების მიმართ. ტვიტერმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს არსებობა”.

”სხვა გზა არ არსებობს, სამწუხაროა, რომ ტვიტერი კანონზე მაღლა არ დგას,” – განაცხადა ჟილიან იორკმა,  ელექტრონული სასაზღვრო ფონდის გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო დირექტორმა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში გამოხატვის თავისუფლებას და კონფიდენციალურობას იცავს.

იორკი აცხადებს, რომ ტვიტერი, როგორც სხვა კომპანიები, რომლებიც მომხმარებელთა შინაარსს ავრცელებენ, დადგა მთავრობასთან პირისპირ, რომ მათი ბრძანების ან თხოვნით მიხედვით მოხსნას კონტენტი:

”ტვიტერს ორი არჩევანი აქვს იმ  შემთხვევაში, როცა თხოვნით მიმართავს მთავრობა, არ შეუსრულოს თხოვნა და რისკის ქვეშ დააყენოს მისი არსებობა იმ ქვეყანაში, ან შეასრულოს მათი მოთხოვნა და ცენზურა დააწესოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი