როგორ იყენებდა მსოფლიო ციფრულ ტექნოლოგიებს 2011 წელს

ადამიანები ღარიბი ქვეყნებიდან გაცილებით ხშირად გზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ვიდრე მდიდარი ქვეყნის მაცხოვრებლები. ესპანეთსა და გერმანიაში მამაკაცების ორჯერ მეტ რაოდენობას აქვს მობილური ტელეფონით ინტერნეტ წვდომა, ვიდრე ქალებს. გასულ წელს სოციალური ქსელების გამოყენება შესამჩნევად გაიზარდა ეგვიპტესა და რუსეთში. ეს ზრდა გარკვეულწილად განპირობებულია იმ პოლიტიკური მოვლენებით, რაც 2011 წელს მოცემულ ქვეყნებში მიმდინარეობდა.

“ადამიანები ღარიბი ქვეყნებიდან გაცილებით ხშირად გზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვიდრე, მდიდარი ქვეყნის მაცხოვრებლები. ესპანეთსა და გერმანიაში მამაკაცების ორჯერ მეტ რაოდენობას აქვს მობილური ტელეფონით ინტერნეტ წვდომა, ვიდრე ქალებს. გასულ წელს სოციალური ქსელების გამოყენება შესამჩნევად გაიზარდა ეგვიპტესა და რუსეთში. ეს ზრდა გარკვეულწილად განპირობებული იმ პოლიტიკური მოვლენებით, რაც 2011 წელს მოცემულ ქვეყნებში მიმდინარეობდა.

ეს და სხვა შედეგები გამოქვეყნდა Pew Research Center-ის გლობალური პროექტის ახალი ანგარიშის ფარგლებში, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში ციფრული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას იკვლევს. ანგარიშში წერია, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მსოფლიო ფენომენია. გამოკითხული ქვეყნების მოსახლეობის 75 % იყენებს ამ შესაძლებლობას.

გამოკითხულის ქვეყნების მონაცემებით, 2011 წელს სოციალური ქსელების –“Facebook”-ის და “Twitter”-ის– მომხმარებელთა ზრდა არ არის შესამჩნევი  2010 წელთან შედარებით. გამონაკლისი მხოლოდ 2 ქვეყანაა– ეგვიპტე და რუსეთი. ეგვიპტეში 28% იყენებს სოციალურ ქსელებს, როდესაც გასულ წელს მოსახლეობის მხოლოდ 18% იყენებდა ამ საშუალებას. რუსეთში კი სოციალური ქსელის გამოყენება 33%-დან 43%-მდე გაიზარდა.

“Facebook”-მა და სხვა სოციალურმა ქსელებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თებერვალში, ეგვიპტეში რევოლუციის დროს. საპროტესტო აქციის მონაწილენი სწორედ სოციალური ქსელების გამოყენებით ახერხებდნენ მიტინგების ორგანიზებას, ამის გამო ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა 5 დღით შეიზღუდა, თუმცა ამ მეთოდით აქციის ჩახშობა წარმუმატებელ მცდელობად დარჩა.

დამკვირვებლები ამბობენ, რომ რუსეთის საპროტესტო აქციის მონაწილეების მობილიზებაც სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა, როდესაც ხალხი ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბელულად მიიჩნევდა. The Pew-ს კვლევამ ცხადყო, რომ რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 6% არ არის სოციალური ქსელების მომხმარებელი.

კვლევის სხვა შედეგები:

გამოკითხული ქვეყნებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებს ყველაზე აქტიურად ინდონეზიასა და კენიაში გზავნიან. ინდონეზიაში მოსახლეობის 96 %, ხოლო კენიაში 89 % აქტიურად გზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ყოველდღიურად. მაჩვენებელი გაცილებით დაბალია ამერიკის შეერთებულ შტატებში. სადაც მოსახლეობის 69% იყენებს ამ საშუალებას.

ესპანეთში მამაკაცთა 29 %-ს აქვს მობილური ტელეფონით ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ქალების მხოლოდ 13 % იყენებს მობილურით ინტერნეტს. მსგავსი განსხვავებაა სქესთა შორის მობილური გამოყენების მხრივ გერმანიაში ( 26%/11%) და თურქეთში (30% /14%)

სოციალური ქსელები ფართოდ გავრცელებულია მდიდარ ქვეყნებში, ეს განპირობებულია ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხით. მაგალითად, რესპონდენტების 53% ისრაელში და 50% შეერთებულ შტატებში იყენებენ სოციალურ ქსელებს, როცა ინდოეთში მხოლოდ 5 % და პაკისტანის მოსახლეობის მხოლოდ 2% იყენებს ამ შესაძლებლობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
CNN