ტექნოლოგიები

ნასამ დედამიწის ზომის ორი პლანეტა აღმოაჩინა

21 დეკემბერი, 2011 • 1088
ნასამ  დედამიწის ზომის ორი პლანეტა აღმოაჩინა
ნასამ ერთსა და იმავე გალაქტიკაში დედამიწის ზომის ორი პანეტა აღმოაჩინა.
პლანეტები, რომლებსაც პირობითად კეპლერ 20ე და კელპერ 20ფ უწოდეს, დედამიწისგან 1.000 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. კეპლერ 20ე და კელპერ 20ფ ხუთი პლანეტისგან შემდგარი ვარსკვლავური სისტემის ნაწილი არიან.
სამწუხაროდ, ზომა არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი იმისა, შესაძლებელი იქნება თუ არა, რომ რომელიმე პლანეტა ადამიანისთვის საცხოვრებლად გამოსადეგი იყოს. ორივე პლანეტა იმდენად ახლოსაა მზესთან, რომ სიცოცხლის არსებობას შეუძლებელს ხდის. ტემპერატურა პლანეტებზე 14 ასეულით უფრო მეტია, ვიდრე დედამიწაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი