ტექნოლოგიები

Twitter-ის აქციები არაბმა მილიარდერმა შეიძინა

21 დეკემბერი, 2011 • 1162
Twitter-ის აქციები არაბმა მილიარდერმა შეიძინა
არაბმა მილიარდერმა, პრინცმა ალვალიდ ბინ თალალმა, რომელიც რუპერტ მერდოკის News Corporation–ის მეორე უმსხვილესი ინვესტორია, Twitter-ის 300 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები იყიდა.

Kingdom Holding-ის განცხადებით, მოლაპარაკებები თვეების მანძილზე მიმდინარეობდა.

“ჩვენი ინვესტიციები Twitter-ში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩევნს უნარს, გლობალიზაციის პირობებში ჩავდოთ თანხები პერსპექტულ ბიზნესში”, – განაცხადა ალვალიდმა.

KHC-ის კერძო და საერთაშორისო ინვესტიციების განყოფილების გენერალური დირექტორის, აჰმედ ჰალავანის განცხადებით, სოციალური მედია “მედიაინდუსტრიის ლანდშაფტს უახლოეს წლებში ძირეულად შეცვლის. ეს დადებითი ტენდენციაა, რომელსაც ტვიტერი ფულად აქცევს”

ბოლოს, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სოციალური მედიის კორპორაცია DST–მ Twitter-ის აქციებში 400 მილიონი დოლარი ჩადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი