
არმიას ყოველთვის ჰქონდა კარგი კვებითი მომარაგება, თუმცა საკვები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აუცილებლად ფუჭდებოდა.
დღეს ეს პრობლემა აღარ დგას, რადგან სპეციალურად აშშ–ის არმიისთვის შეიქმნა სენდვიჩი, რომელიც 2 წლის მანძილზე არ ფუჭდება.
ალბათ, წარმოუდგენელია ჩვეულებრივი ქათმის სენდვიჩი ორი წლის შემდეგაც ისეთივე იყოს, როგორც ახლად დამზადებული, თუმცა ეს წარმოუდგენლად არ მიაჩნია მიშელ რიჩარდსონს, რომელმაც საკვები პროდუქტი ამერიკის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ნაწილისთვის დაამზადა.
მისი თქმით, სენდვიჩის დამზადებისას მთავარი წყლის, ტენიანობისა და ჟანგბადის ურთიერთქმედების დადგენა და პროდუქტის ისე შეფუთვაა. ასეთ შემთხვევაში ბაქტერიები პროდუქტამდე ვერ აღწევენ.
საკვები ასევე ძალიან მსუბუქია და როგორც ჯარისკაცები ამბობენ, ზუსტად ისეთი გემო აქვს, როგორიც სახლში დამზადებულ სენდვიჩს.




