ტექნოლოგიები

სტივ ჯობსის წერილები

28 ნოემბერი, 2011 • 1740
სტივ ჯობსის წერილები

ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა CNN-ის ჟურნალისტის მარკ მილიანის მიერ დაწერილი წიგნის გაყიდვა დაიწყო, რომელშიც სტივ ჯობსის წერილებია შესული.

წიგნის სახელწოდებაა “წერილები სტივს: სტივ ჯობსის მიერ მიღებული წერილები” და მასში Apple-ის დამფუძნებლის მომხმარებელთან მიმოწერაა შესული.

წიგნის გამოშვებამდე ავტორმა, მარკ მილიანმა ინტერვიუები იმ ადამიანებისგანაც აიღო, ვისაც ამა თუ იმ საკთხზე ჯობსთან მიმოწერა ჰქონდა.

სტივ ჯობსის ელექტრონულ ფოსტაზე ყოველდღე სხვადასხვა შინაარსის ასობით წერილი მიდიოდა, ის კი მისთვის საინტერესო შეტყობინებებს ყოველთვის პასუხობდა. ხშირად მისი წერილები მხოლოდ მოკლე პასუხით– “დიახ” ან “არა”–  შემოიფარგლებოდა, მაგრამ ზოგჯერ დეტალურ პასუხებსაც წერდა მომხმარებლებს.

წიგნში შესული წერილების უმეტესობა თავად მომხმარებლებს გამოქვეყნებული ჰქონდათ ინტერნეტ სივრცეში, თუმცა წერილების ნაწილი არასოდეს გამოქვეყნებულა. სტივ ჯობსი წერილებს ხშირად ხუმრობითაც პასუხობდა. მაგალითად, ერთხელ მომხმარებელმა მიწერა, რომ როდესაც აპარატს გარკვეულ მდგომარეობაში იჭერდა, კავშირი წყდებოდა, სტივ ჯობსმა უპასუხა: “თქვენც შეეცადეთ აპარატი ასე აღარ დაიკავოთ”

წიგნი მხოლოდ ელექტრონული სახით გამოიცა, მისი ფასი 4.99 ამერიკული დოლარია და მომხმარებლებს წიგნის წაკითხვა Kindle-ის მეშვეობით შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი