ტექნოლოგიები

ბიძინა ივანიშვილის ვებ გვერდი გაიხსნა

17 ოქტომბერი, 2011 • 1844
ბიძინა ივანიშვილის ვებ გვერდი გაიხსნა
ivanishvilibidzina.com – ამ დომენური სახელით ინტერნეტში ამუშავდა ბიძინა ივანიშვილის ვებ გვერდი.
ვებ გვერდის ჰედერზე მოცემულია ქართველი მილიადელრს სასახლის ფოტო. ვებ გვერდზე ჯერჯერობით მხოლოდ ქართველი მილიარდერის და მისი პრესსამსახურის უკვე გავრცელებული წერილებია  გამოქვეყნებული. ასევე ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კლიპი “ქართული ოცნება”.

საიტზე წესდების, ინტერვიუს და კომენტარების განყოფილებები ჯერჯერობით ცარიელია.

მეორე დომენურ სახელზე bidzinaivanishvili.ge მითითებულია, რომ საიტი დამუშავების სტადიაშია.

ივანიშვილის ოფიციალურ გვერდი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და ამ დროისთვის  8 ათასზე მეტ მომხმარებელს მოსწონს.

ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა  7 ოქტომბერს გაავრცელა წერილი, რომელშიც აცხადებს, რომ აპირებს შექმნას პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მან უკვე გამართა კონსულტაციები “თავისუფალ დემოკრატებთან” და “რესპუბლიკურ პარტიასთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი