ტექნოლოგიები

Apple-ის პირველი პროდუქტი სტივ ჯობსის სიკვდილის შემდეგ

14 ოქტომბერი, 2011 •
Apple-ის პირველი პროდუქტი  სტივ ჯობსის სიკვდილის შემდეგ

კომპანია Apple-ის ფანებისთის 14 ოქტომბერი განსაკუთრებული დღეა – დღეს, დილის 8 საათიდან, Apple-ის ახალი მოწყობილობა iPhone 4s –ის გაყიდვა იწყება. ყველაზე მეტად იაპონელებს გაუმართლათ – იქ უკვე გაიხსნა კომპანიის მაღაზიები და მომხმარებლები უკვე ზეიმობენ ახალი iPhone 4s –ის გამოსვლას.

iPhone 4s  არის პირველი პროდუქტი, რომელიც დამფუძნებლის, სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ კომპანია Apple-მა გამოუშვა.

iPhone 4s  წინამორბედისგან სხვადასხვა გაუმჯობესებული და გაძიერებული ფუნქციებით გამოირჩევა. მას აქვს ორბირთვიანი A5 პროცესორი, 8 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც იღებს მაღალი ხარისხის ფოტოსა და ვიდეოს.

მთავარი სიახლე, რაც ახალ მოწყობილობას აქვს, ეს არის ინტელექტუალური დამხმარე პროგრამა Siri.  მომხმარებელს შეუძლია ამ პროგრამას მისცეს სიტყვიერი ბრძანება, რომლის შესრულებასაც შემდეგ პროგრამა ავტომატურად იწყებს. ბრძანება შეიძლება იყო ვინმესთან დარეკვა, ტექსტური შეტყობინების გაგზავნა და აშ.

iPhone 4s -ის ღირებულება აშშ-ში სხვადასხვა მობილური კომპანიის სერვის– პაკეტთან ერთად 199$-დან იწყება. მომხმარებელი მოწყობილობისა და სერვისის ღირებულების თანხას რამდენიმე თვის მანძილზე იხდის. რაც შეეხება  iPhone 4s-ის ყიდვას სპეციალური სერვისის გარეშე, მისი ღირებულება არის 549$.

კომპანია Apple-ს ოფიციალური მაღაზია საქართველოში არ აქვს, თუმცა, სხვადასხვა კომპანიები მომხმარებელს უკვე სთავაზობენ iPhone 4s-ის 2400 ლარად, ან უფრო მაღალ ყიდვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი