ტექნოლოგიები

Apple-მა ჯაშუშური საფულე გახსნა

15 ივლისი, 2011 • 1247
Apple-მა ჯაშუშური საფულე გახსნა

კორეელმა იურისტმა  კიმ ხენ სოკმა კორპორაცია Apple-ს 1000 აშშ დოლარამდე თანხა მოუგო iPhone–ის საშუალებით არასანქცირებული თვალთვალისთვის. ამჟამად ამ მოწყობილობის მფლობელები კოლექტიურ სარჩელებს ამზადებენ.

აღნიშნული სარჩელების გამო Apple-ის დანაკარგმა შესაძლოა 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. 2007 წლიდან მოყოლებული სტივენ ჯობსის კომპანიამ დაახლოებით 108 მილიონი iPhone და 20 მილიონი iPad–ი გაყიდა.

კორეელმა მოსარჩელემ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით 2011 წლის აპრილში მიმართა სასამართლოს, მაშინვე, როგორც კი აგორდა სკანდალი  iPhone–ების გამო. მაშინ გაირკვა, რომ მისი გაჯეტი, მოწყობილობა არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში ინახავს ინფორმაციას მფლობელის გადაადგილების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში, მისი გადაადგილების შესახებ სრული ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ Apple-ი არა მხოლოდ iPhone–ისა და iPad–ის, არამედ ნოუთბუქებისა და ჩვეულებრივი სამაგიდო კომპიუტერების მფლობელების შესახებაც აგროვებს და ინახავს ინფორმაციას. ანალოგიურ დარღვევებში დაადანაშაულეს Google–იც.

ორივე კომპანია ინფორმაციას იმ კომპიუტერების მომხმარებლების შესახებ იღებს, რომლებიც იყენებენ Wi-Fi ქსელებს – Apple-ი ზოგიერთი Macintosh–ის კომპიუტერიდანაც, Google–ი  კი კომპიუტერებიდან, რომლებიც იყენებენ Chrome–ის ბრაუზერს.

ამერიკელმა კანონმდებლებმა სპეციალური მოსმენები გამართეს კონგრესში, სადაც მიიწვიეს ორივე კომპანიის წარმომადგენლები. სენატორებმა Apple-ი და Google–ი ამხილეს ინფორმაციის მოგროვებაში, რომელიც შემდეგ შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო მარკეტინგული მიზნებისთვის მომხმარებლების თანხმობის გარეშე.

კორპორაციებმა დაადასტურეს, რომ ნამდვილად აგროვებდნენ და ინახავდნენ ინფორმაციას, მაგრამ არ იყენებდნენ მას ბოროტად.

Apple-მა აღიარა, რომ მომხმარებლებს არ შეუძლიათ ამ ფუნქციის გამორთვა და ყურადღება IOS 4.3.3. პლატფორმის მოწყობილობების არასრულყოფილობაზე გაამახვილა.

ამის მიუხედავად, უკმაყოფილო ამერიკელი მომხმარებლები გაერთიანდნენ ორ ჯგუფად – iPhone–ისა და iPad–ის მფლობელებად და ასევე, შეიტანეს სარჩელები Apple-ის წინააღმდეგ, რომელშიც მიუთითებენ, რომ მათი პირადი მონაცემები ზოგიერთი დამატებითი ფუნქციების მეშვეობით მესამე პირებს გადაეცემოდა მომავალში რეკლამის დამკვეთების მხრიდან გამოყენების მიზნით.

პარასკევს გამართულ დახურულ ვაჭრობაზე Apple-ის კაპიტალიზაციამ 330 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. თეორიულად, გაჯეტების მფლობელების საჩივრების დაკმაყოფილება კომპანიას მისი კაპიტალის თითქმის ნახევარი დაუჯდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი