ახალი ზოგადი ზედა დონის დომენური სახელებისთვის (gTLD) განაცხადების მიღება 2012 წლის 12 იანვრიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

კომისიის ინფორმაციით, მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის ხელმძღვანელობამ (ICANN) მხარი დაუჭირა gTLD პროგრამას, რომელზეც სამი წლის მანძილზე მუშაობდნენ. საუბარია ზედა დონის დომენურ სახელებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ქვეყნის კოდს. დღემდე მსგავსი ტიპის 22 დომენური სახელი არსებობდა, მათ შორის : .com, .edu, .org, .net და ა.შ.

gTLD პროგრამა საშუალებას მისცემს კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ქალაქებსაც კი, მიიღონ თავისი საკუთარი დომენური სახელები, მაგალითად:   .სასტუმრო,   .თბილისი,  .ფეისბუქი და ა.შ.

მაგალითად, გაზეთ “ბათუმელების” ვებ–გვერდზე შესასვლელად საჭიროა შემდეგი ინტერნეტ მისამართის აკრეფა: www.batumelebi.ge. ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, “ბათუმელებს” შეუძლია შემდეგი ინტერნეტ მისამართი აიღოს: www.gazeti.batumelebi.

მსგავსი ინტერნეტ მისამართების აღება შესაძლებელი იქნება როგორც კერძო კომპანიებისთვის, ასევე, სამთავრობო ორგანიზაციებისთვის და უბრალო ფიზიკური პირისთვისაც კი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *