რა ხდება სპორტული კარიერის შემდეგ – ანტონ ფეიქრიშვილის ამბავი დეპრესიაზე

საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოში 18-წლიანი წარმატებული სპორტული კარიერის შემდეგ 35 წლის ანტონ ფეიქრიშვილმა რაგბის თამაში დაასრულა. ის სამშობლოში დაბრუნდა და მწვრთნელი გახდა. როგორც თავად გვიყვება, კარიერის დასრულებიდან მალევე დაეწყო შფოთვები და ფიქრები იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა შემდეგ, როგორი იქნებოდა მისი მომავალი ცხოვრება თამაშის, გულშემატკივრების შეძახილების და ყველა იმ უპირატესობის გარეშე, რაც …

5 სპორტული მოვლენა, რომელიც 2023-ში არ უნდა გამოგრჩეს

2023 წელი ქართველი სპორტსმენებისთვის დატვირთული იქნება. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ 5 სპორტულ მოვლენას, რომელიც ამ წელს ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოთ. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში 2023 წელს 21-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა. ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფშია განაწილებული და თითოეულ მასპინძელ ქვეყანაში ორ-ორი ჯგუფის შეხვედრები …

კვარაცხელია საქართველო-მაროკოს ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო გამოტოვებს საქართველო-მარკოს შორის დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრას. ფედერაციის თქმით, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს ბათუმის დინამოს წევრი სანდრო ალთუნაშვილი შეუერთდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 17 ნოემბრის მატჩისთვის ასეთია: რაც შეეხება  ხვიჩა კვარაცხელიას, „ნაპოლის“ ქართველმა ლეგიონერმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ შეხვედრის დროს მიიღო. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე განთავსებულ …

საქართველო-ჩრდ. მაკედონიის მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. საქართველოს ნაკრები მეტოქეს 23 სექტემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდება. გასამართი მატჩი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო თამაშია. ჯგუფს საქართველოს ნაკრები 10 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზეა უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთ მაკედონია, რომელსაც 7 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მაკედონიის შემდეგ, გასვლით მატჩს …

“რატომ ვართ აქ?” – ევროპის ჩემპიონატი თბილისში მაყურებლის გარეშე

2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის თამაშები წელს საქართველოში ტარდება. ტურნირის გახსნითი შეხვედრები გუშინ, 1 სექტემბერს გაიმართა, თუმცა ორგანიზატორებმა მწვრთნელების კრიტიკა უკვე დაიმსახურეს დარბაზში გულშემატკივრების ნაკლებობის გამო. მასპინძელი საქართველოსა და ბელგიის მატჩს მაყურებელი ესწრებოდა (თუმცა დარბაზი სავსე არ იყო), ხოლო ევროპის ისეთი წამყვანი ქვეყნების, როგორიცაა მაგალითად თურქეთი და ესპანეთი, თამაშები თითქმის ცარიელ დარბაზში ჩატარდა. …

სერენა უილიამსი სპორტულ კარიერას ასრულებს

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი სპორტულ კარიერას ასრულებს. ამის შესახებ უილიამსმა Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. გრანდ სლემის 23- გზის ჩემპიონის თქმით, სიტყვა „პენსიაზე გასვლა“ არასოდეს მოსწონდა, ამიტომაც საკუთარ გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც ჩოგბურთიდან სხვა მისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე გადასვლას. სპორტსმენის თქმით, რომელსაც პირველი შვილი 2017 წელს შეეძინა, ამ ნაბიჯისკენ ოჯახის გაფართოების სურვილმა უბიძგა: „არასოდეს მსურდა აღმოვჩენილიყავი მოცემულობის წინაშე, …

ფიგურული მოციგურავეებისთვის ასაკობრივი ცენზი ეტაპობრივად 17 წლამდე გაიზრდება – ISU

ფიგურული სრიალის საერთაშორისო კავშირმა (ISU) მიიღო გადაწყვეტილება სპორტსმენებისთვის ასაკობრივი ცენზის 15-დან 17 წლამდე ეტაპობრივად გაზრდის შესახებ. ISU-ს კონგრესის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს სპორტსმენების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კეთილდღეობის დასაცავად. შედეგად, 2022-2023 წლის სეზონზე ასაკობრივი ცენზი უცვლელი რჩება და ასპარეზობას 15 წლის და მეტი ასაკის სპორტსმენები შეძლებენ, მომდევნო, 2023-2024 წლის სეზონზე კი მინიმალური ასაკი …

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ბულგარეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალურ დაპირისპირებაში მან ბელგიელი მეტოქე დაამარცხა. საქართველოს ნაკრებისთვის ეს მიმდინარე ტურნირზე პირველი ოქროა. ტურნირი ხვალ სრულდება.

შოთა ხაბარელის თქმით, რუსეთის ტურნირებიდან მოხსნა სამართლიანია

ქართული ოცნების დეპუტატი და სპორტის კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ სპორტული  ფედერაციების გადაწყვეტილება რუსეთის ნაკრების მოკვეთის შესახებ სწორია და სამართლიანია. “მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სამართლიანია. რიგმა ფედერაციებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ამას ალბათ კიდევ მოჰყვება სხვა ფედერაციების გადაწყვეტილება იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ, სპორტი არის მშვიდობის დესპანი, რომ იტყვიან.  რა თქმა უნდა, სპორტი გამიჯნული უნდა იყოს …

საქართველო-რუსეთის მატჩზე მაყურებლის ნახევარს დაუშვებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 თებერვალს, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე მაყურებელთა მაქსიმალური ოდენობის 50%-ს (ანუ ნახევარს) დაუშვებენ. ეს გადაყწვეტილება უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ გამოაცხადა 22 თებერვალს. ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში რუსეთისა და საქართველოს სარაგბო ნაკრებებს შორის მატჩი 27 თებერვალს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.

საქართველომ ფუტსალში ბოსნია-ჰერცოგოვინა დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში მეორე შეხვედრა გამართა და ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებს 2:1 სძლია. ამჟამად საქართველოს, ორი გამარჯვების შემდეგ, 6 ქულა აქვს და ჯგუფში ჯერჯერობით პირველ ადგილზეა, თუმცა ესპანეთის ნაკრებმა, რომელსაც ამჟამად 3 ქულა აქვს, მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. ესპანეთი აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც მანამდე საქართველომ დაამარცხა. იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი დარჩენილ ორ …

სტვენა, სპორტი და ნაციონალიზმი

დავით ჯიშკარიანი, თბილისი 2021 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში მორიგი, მეშვიდე მატჩი გამართა მსოფლიო  ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ხანგრძლივი  წარუმატებლობის შემდეგ 1:2 გამარჯვება  გულშემატკივერებისათვის სასიამოვნო იყო.  თამაში პრიშტინაში, ფადილ ვოკრის, ყველაზე სახელოვანი კოსოვოელი ფეხბურთელის სახელობის სტადიონზე გაიმართა.  მატჩის დაწყებისას, საქართველოს ნაკრების ჰიმნის დროს, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სტვენა დაიწყო. მსგავსი უპატივისცემლობა არ იყო სპორტული მიზეზით …

“ეს მედალი მას ეკუთვნის” – ქართველმა ძიუდოისტმა ჩემპიონატში გამარჯვება ემიგრანტ დედას მიუძღვნა

ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში მძიმე წონაში 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, საბა ინანეიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ინანეიშვილმა ჩემპიონატის ფინალში უნგრელი ძიუდოისტი დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა გამარჯვება ემიგრანტ დედას მიუძღვა: “მისთვის გავიმარჯვე, ეს ოქროს მედალი მას ეკუთვნის”, – განაცხადა ჩემპიონატის შემდეგ ახალგაზრდა სპორტსმენმა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საბა ინანეშვილის და მისი დედის, გვანცა ჭანტურიძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლის …

კოსოვო-საქართველოს მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დასწრება იზღუდება. მაყურებლის გარეშე ჩატარდება 2 სექტემბერს საქართველოას და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი. მიზეზი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი რიცხვი და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ამის შესახებ განცხადება საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა. საქართველო-კოსოვოს თამაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 2 სექტემბერს არის დაგეგმილი და ბათუმის ახალ …

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მეორე წიგნის ფლიმარკეტის თემა სპორტი იქნება

11 ივლისს, მზიურის პარკში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, მეორე წიგნის ფლიმარკეტს გამართავს. ამჯერად, ფლიმარკეტის მთავარი თემა, სპორტი იქნება. ფლიმარკეტის მიმდინარეობისას, დიდ ეკრანზე, უიმბლდონის ფინალური დაპირისპირების ტრანსლაცია, ხოლო, მოგვიანებით, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალი იქნება ნაჩვენები.  საფეხბურთო მატჩის ჩვენებას უზრუნველოფს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფანკლუბიდან მატჩისწინა და შემდგომ ჩართვას, სწორედ აქედან განახორციელებს.   ფლიმარკეტზე წარმოდგენილი იქნება, კერძო …

წულუკიანისნაირი მინისტრი სპორტში არსებულ პრობლემებს მინიმუმამდე დაიყვანს – ხაბარელი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი შოთა ხაბარელი ამბობს, რომ თეა წულუკიანისნაირი მინისტრი სპორტის სფეროში არსებულ პრობლემებს მინიმუმამდე დაიყვანს. “თეა წულუკიანმა ყველგან, სადაც იყო, ძალიან კარგი მენეჯერული თვისებები გამოავლინა და, მე ვფიქრობ, ზუსტად თეა წულუკიანისნაირი მინისტრი იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს დღეს სპორტში, მინიმუმადე დაიყვანს. ის მენეჯერია ძალიან კარგი, სფეროსაც იცნობს, დამერწმუნეთ, შეუძლია მართვა და აქედან გამომდინარე …

“დინამო სოხუმი” ვერ ეთამაშება “დინამო სოხუმს” – რას სთავაზობენ თბილისში აფხაზებს

რატომ აფასებს პროვოკაციად საფეხბურთო კლუბი “დინამო სოხუმი” ერთობლივ მატჩთან დაკავშირებით აფხაზეთში არსებული “დინამო სოხუმის” შეთავაზებას და რას სთავაზობენ თბილისიდან აფხაზ ფეხბურთელებს? ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთთან კლუბ “დინამო სოხუმის” გენერალური დირექტორი, მთავარი მწვრთნელი, დავით თაქთაქიშვილი საუბრობს.  ბატონო დავით, პირველ რიგში, გკითხავთ უკანასკნელი მოვლენების შესახებ. როგორც განაცხადეთ, აფხაზეთში არსებული საფეხბურთო კლუბ “დინამო სოხუმიდან” ერთობლივ თამაშზე შემოთავაზება …

სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით თბილისში 28 ივნისს მორიგი აქცია გაიმართა. დემონსტრანტები, — სპორტდარბაზების მწვრთნელები და მომხმარებლები, — ჯერ რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს. „რუსთავი 2-ის“ ცნობით, დემონსტრანტებს ხელისუფლებასთან ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ: რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას საქართველოს მასშტაბით ყველა სპორტდარბაზი, ყველაზე მეტი, 5 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანის დაშვებით. სპორტდარბაზების გახნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის …

14-დღიანი კარანტინი შეჯიბრამდე და სხვა რეკომენდაციები – პროტოკოლი სპორტისთვის

საქართველოს მთავრობამ სპორტსმენებისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პროტოკოლის თანახმად, სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა. შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამონაკლისები სპორტის …

კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე მსჯელობა მიმდინარეობს – ჩხენკელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ სპორტისა და განათლების სექციები ერთი სამინისტროს ქვეშ უნდა ერთიანდებოდეს. ამის შესახებ ჩხენკელმა დღეს, 20 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე მმართველ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს, სპორტთან დაკავშირებით კი მისი პოზიციაა, რომ “სპორტი აუცილებლად უნდა იყოს განათლებასთან ერთად, რადგან ჯანსაღი ცხოვრების …

რუსეთს ოლიმპიურ თამაშებსა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა აეკრძალა

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთს ოთხი წლით ოლიმპიურ თამაშებსა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა აეკრძალა. ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ანტი დეპინგურმა სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა საბჭომ ერთსულოვნად მიიღო. სააგენტოს გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის დროშა და ეროვნული ჰიმნი აღარ დაიშვება როგორც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ასევე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, რომელიც ყატარში გაიმართება. რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტოს 21 დღე აქვს იმისთვის, …

მსოფლიოს ყველაზე მთავარი სპორტული მოვლენები სილქნეტისგან – ექსკლუზიურად Silk TV-ზე

სილქნეტს სპორტის მოყვარულებისთვის ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, ლა ლიგის და   ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ტრანსლირების მრავალწლიანი უფლება აქვს მიღებული და როგორც სატელევიზიო ეთერით, ისე აპლიკაციით სპორტის მოყვარულებს HD ხარისხით, ქართულ ენაზე აწვდის ყველა შეხვედრას პირდაპირი ეთერით და ჩანაწერით. ასევე ჰოლანდიის, პორტუგალიის, შვეიცარიის, აშშ-ს ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი, სამხრეთ ამერიკის საკლუბო ტურნირები და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების …

რუსეთი შესაძლოა ყველა ძირითადი სპორტული ღონისძიებიდან მოხსნან

დოპინგის სკანდალის გამო რუსეთი შესაძლოა ყველა ძირითად სპორტულ ღონისძებას გამოეთიშოს. როგორც BBC წერს, აღნიშნული შინაარსის განცხადება მსოფლიო ანტიდოპინგ სააგენტომ გააკეთა. გამოცემა წერს, რომ ქვეყანას სამი თვე მისცეს, რათა განმარტოს “შეუსაბამობები”, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსი სპორტსმენები ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობას სავარაუდოდ ვერ შეძლებენ. BBC წერს, რომ რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგ-ტესტის შედეგების შემცველი მონაცემთა ბაზა, სავარაუდოდ, წაშლილია …

“საბურთალომ” ერევანში “არარატი” დაამარცხა – ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო

დღეს, 6 აგვისტოს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “საბურთალომ” გასვლაზე, ერევნის “არარატ-არმენია” დაამარცხა, ანგარიშით 1:2. პირველი ტაიმში სომხური გუნდი მინიმალური ანგარიშით დაწინაურდა, თუმცა “საბურთალოს” ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოახერხეს. ანგარიში 31-ე წუთზე “არარატ-არმენიას” თავდამსხმელმა, ანტონ კობიალკომ გახსნა, რასაც 72-ე და 76-ე წუთებზე საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი გამარჯვებული კლუბის …

Exit mobile version