“ლაგუნა ვერეს” თანამშრომლები და მომხმარებლები კომპლექსის ამოქმედებას ითხოვენ [VIDEO]

სპორტულ კომპლექს “ლაგუნა ვერესთან” აქცია გაიმართა, სადაც კომპლექსის თანამშრომლები და ის ადამიანები შეიკრიბნენ, ვინც “ლაგუნა ვერეს” საცურაო აუზზე წლების განმავლობაში დადიოდა. აქციის მონაწილეები კომპლექსის ამუშავებას ითხოვენ.

შსს: ქუთაისში ფეხბურთის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო 10-მდე პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში ფეხბურთის სტადიონზე მოხდარი ინციდენტის გამო 10-მდე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

ფეხბურთის ფედერაცია თემურ ქეცბაიას ხელშეკრულებას არ გაუუქმებს

თემურ ქეცბაიას ხელფასს ფეხბურთის ფედერაცია გადაიხდის, ხოლო მწვრთნელის ხელფასისთვის სპორტის სამინისტროდან გამოყოფილი თანხები ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას მოხმარდება. 

თბილისის “დინამოდან” მწვრთნელი წავიდა

თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, ჩეხი დუშან უჰრინი ტოვებს. 

ყიფიანი: იაპონიაში დისციპლინური დარღვევა იყო და ჩვენ ძიუდოისტები გამოვიყვანეთ

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი იაპონიაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა დისციპლინურ გადაცდომას:

ყიფიანი სოჭის ოლიმპიადაზე: სპორტსმენები არ უნდა იყვნენ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებით, სოჭის ოლიპმიადაში მონაწილეობის თაობაზე პოლიტიკურ ჭრილში სპორტსმენებთან საუბარი არ მიმდინარეობს, რათა ისინი წნეხის ქვეშ არ აღმოჩნდნენ:

უეფას ცნობით, საქართველოს ევრო 2020–ის მასპინძლობაზე განაცხადი არ შეუტანია

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის ინფორმაციით, საქართველოს 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის მოთხოვნით უეფასთვის არ მიუმართავს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ძალაშია

საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით,  სოჭის ოლიმპიადაში ქვეყნის მონაწილეობის გადაწყვეტილება საქართევლოს ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო.  

რაგბის 18 წლამდელთა ფინალში საქართველო უელსთან ანგარიშით 0:50 დამარცხდა

30 მარტს  ალპებში, ქალაქ გრენობლიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით, დაბა საჟანში ევროპის 2013 წლის 18 წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის   ფინალი გაიმართა, სადაც დივიზიონის მე-5 ადგილისათვის ერთმანეთს საქართველოსა და უელსის 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ. უელსთან   დაპირისპირებისას საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები ანგარიშით 0:50 დამარცხდა. 

ბორჯღალოსნებმა ევროპის ერთა თასი მოიგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასი მოიგო.  შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ ანგარიშით 9:9 დასრულდა. ერთამენთს რუმინეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაუპირისპირდა. 

შსს-ში არ იციან, დაიწყება თუ არა კურტანიძის საქმის გამოძიება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გუშინ ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება: ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი და მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილი ცემასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.

ძიუდოს ფედერაციაში აღიარეს, რომ აღმასრულებელ კომიტეტს მთავრობა აკომპლექტებდა

“ქართული ოცნების” წევრმა და დეპუტატმა შოთა ხაბარელმა ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტიდან იმ წევრთა გარიცხვა მოითხოვა, ვინც ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო დანიშნული. ყოფილი წევრები კი ეჭვობენ, რომ გადაწყვეტილება ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური მოტივით მიიღო.

 

ძიუდოს ფედერაციის თავმჯდომარეობისთვის ხაბარელი და ხახალეიშვილი აღარ იბრძოლებენ

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, თუმცა დასახელებულმა პირებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.

კალაძე გამოსამშვიდობებელ მატჩს გაზაფხულზე გამართავს

კახი კალაძის განცხადებით, მისი გამოსამშვიდობებელი საფეხბურთო მატჩი გაზაფხულზე გაიმართება:

მედლის მოპოვების ნაკლები შანსი

ქართველმა ძალოსნამა რაულ ცირეკიძემ (85 კგ) დღეს ოლიმპიურ ფიცარნაგზე გამოსვლა ატაცით დაიწყო. სამი ცდიდან მან მხოლოდ პირველი გამოიყენა და 162 კგ. დასძლია.    დისციპლინა აკვრაში კი სამი საშუალებიდან პირველი ორი, შესაბამისად, 195კგ. და 200 კგ. აწია, მესამე ცდაზე 202 კგ. შეუკვეთა და მისი დაძლევის შემთხვევაში ქართველი ძალოსანი ბ ჯგუფში პირველ ადგილზე გადიოდა. სამწუხაროდ, ცირეკიძემ მესამე …

ქართველმა ძიუდოისტებმა ოლიმპიური თამაშები დაასრულეს

ქართველი ძიუდოისტებისთვის ლონდონის ოლიმპიური თამაშები უკვე დასრულდა. ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) დღეს გერმანელ მეტოქესთან დამარცხდა.   ანდრეას ტიოლცერთან მანამდე გამართული ხუთი შეხვედრიდან ადამს ხუთივე წაგებული ჰქონდა. დღეს კი, სამი გაფრთხილების შემდეგ, როდესაც გერმანელი ვაზარით იგებდა, მან ქართველი ძიუდოისტი შებოჭა და შეხვედრაც დროზე ადრე დაასრულა მოგებით.   საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ლონდონის ოლიმპიადიდან მხოლოდა ერთი ოქროს მედლით …

ვარძელაშვილის უწყებაში შუკვანის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ

საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების” და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ დღეს, 2 აგვისტოს, წამოყენებული ბრალდებები  უსაფუძვლოა.

ოლიმპიადიდან დაბრუნებული სპორტსმენი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობს

ლონდონის ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნებული სპორტსმენი, ბეთქილ შუკვანი აცხადებს, რომ მასზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა განხორციელდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილისგან და მისი მეგობრისგან, გია უდესიანისგან.

ოლიმპიადას ჟორჟოლიანიც დაემშვიდობა

100 კგ. წონით კატეგორიაში მეორე შეხვედრა გამართა ქართველმა ძიუდოისტმა ლომერ ჟორჟოლიანმა, რომლის მეტოქეც აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი გახლდათ. ლიპარტელიანის მსგავსად, ვერც ჟორჟოლიანმა იყოჩაღა და ოლიმპიურ თამაშებს მეორე წრიდან დაემშვიდობა (არადა, გასიმოვი მანამდე ორჯერ ჰყავდა დამარცხებული).   აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა ორი გაფრთხილება მიაღებინა ლომერს და სწორედ ეს გაფრთხილებები აღმოჩნდა მისთვის საკმარისი გამარჯვების მოსაპოვებლად.   საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში მხოლოდ …

ქართველმა ძიუდოისტმა პირველი შეხვედრა წარმატებით დაასრულა

საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან დღეს ასპარეზობაში მხოლოდ ძიუდოისტი ლომერ ჟორჟოლიანი (100 კგ.) ჩაერთო. მან უკვე გამართა პირველი ორთაბრძოლა და გზიდან პირველი მეტოქე, რუმინელი დანიელ ბრატა ჩამოიტოვა.

ლიპარტელიანმაც დაასრულა ასპარეზობა

ქართველ ძიუდოისთა მთავარმა იმედმა და, შეიძლება ითქვას, ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ.) ყველასთვის უცნობ ავსტრალიელ მარკ ენტონისთან წააგო.   მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ჭიდაობა აქტიურად დაიწყო, მალე მის მიერ წამოწყებულ ილეთზე წამოეგო და ვაზარით დამარცხდა. მართალია, ამის მერე მან ერთი იუკო მიითვალა (მანამდე ერთი ჰქონდა), მაგრამ ავსტრალიელის დასამარცხებლად ეს არ ეყო.

ლიპარტელიანმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ლიდერმა ვაჟ ძიუდოისტთა შორის, ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ჭრიკიშვილმა ასპარეზობა დაასრულა

ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ.), რომელმაც ოლიმპიური თამაშები ხორვატის ძლევით დაიწყო, მეორე წრეში ტურნირს გამოეთიშა. თითქოს და უტიტულო და ნაკლებად ცნობილ ამერიკელ ტრევის სტივენსის წინააღმდეგ ჭიდაობისას ქართველმა ძიუდოისტმა მიკროტრავმა მიიღო (ტუჩი დაუზიანდა). მანამდე კი ორივე სპორტსმენს თითო გაფრთხილება ჰქონდა.   დამატებით დროში გადასული შეხვედრა უკვე ამერიკელმა წმინდა მოგებით (იპონი) დაასრულა და ავთანდილ ჭრიკიშვილი ოლიმპიადის მიღმა დატოვა.

ქართველმა მოცურავემ პირადი შედეგი გააუმჯობესა

17 წლის მოცურავემ ირაკლი ბოლქვაძემ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 200 მეტრზე ბრასით ცურვაში (შესარჩევი ეტაპი) პირადი შედეგი გააუმჯობესა. მანამდე მისი შედეგი 2 წუთი და 16.35 წამო იყო, დღეს კი მან 2:15.86 აჩვენა და საბოლოოდ, 34 მონაწილეს შორის 28-ე ადგილი დაიკავა.   რამენიმე წუთში, 15:02 საათზე, დაიწყება ქართველი მშვილდოსანი ქალის ქრისტინე ესებუას ინდივიდუალური პირველობის პირველი შეხვედრა ჩილელ დენისე ვან …

Exit mobile version