აშშ-ის საზღვაო ძალების გემი “პორტერი” ბათუმში შემოვიდა

აშშ-ის საზღვაო ძალების გემი “პორტერი” ბათუმში დღეს შემოვიდა. ოფიციალური დახვედრის ცერეონიალი დღეს დილით, 10 საათზე დაიწყო. ხომალდი მე-6 ფლოტში ირიცხება და მისი „ამოცანაა მშვიდობის, სტაბილურიბისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა ევროპისა და აფრიკის რეგიონებში”. ხომალდის ეკიპაჟთან დასახვედრად ბათუმში ჩამოდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი იან კელი. 

შსს ნაციონალების ოფისთან გამართული აქციის შესახებ: სამართალდარღვევის ნიშნები არ გამოიკვეთა

 

შს სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამართული აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსი არ დაურღვევიათ. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები არ გამოიკვეთა. დაკავებული არავინ არ არის“, – აცხადებენ შს სამინისტროს პრესამსახურში.

თბილისელი ოსტატის ნახელავი და ხელოვნების ნიმუშთა მუზეუმი ანკარაში

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში არაერთი საინტერესო მუზეუმია, მათ შორისაა საქველმოქმედო ფონდების ხელოვნების ნიმუშთა მუზეუმი.

მღვდლის ნებართვით მოსწავლის შესაძლო ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ოზურგეთის სამრევლო სკოლაში მღვდლის ნებართვით მოსწავლისთვის ჯოხის დარტყმის ფაქტს სწავლობს როგორც ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი, ისე შემოქმედის ეპარქია, თუმცა ჯერ უცნობია, რა სანქციას გამოიყენებენ ისინი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული სტიგმის წინააღმდეგ

რატომ მზესუმზირა? – იმიტომ, რომ ჩვენ მრავალფეროვანი სამყარო გვაქვს, მაგრამ მაინც ერთ მზეს ვუმზერთ. რატომ ფუფალა? – იმიტომ, რომ მასაც დასცინოდნენ და გარიყეს.

აჭარის პოლიციის უფროსის გუნდი და ძალადობის შემთხვევები რეგიონში

 

ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მაგალითად, ბათუმში? – პოლიციის მაღალ თანამდებობაზე მყოფი მოხელეების შესახებ მწირი ინფორმაცია იძებნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სახელები და გვარები ცნობილია. პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ბესიკ ამირანაშვილი ბათუმში თავისი გუნდით 6 თვის წინ ჩამოვიდა. ჩაკეტილი სივრცის მიუხედავად, ამ გუნდის მუშაობაზე უკვე გაჩნდა რამდენიმე ინფორმაცია, რაც ძალადობასთან ასოცირდება.  

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

 საქართველოს მთავრობამ ბობოყვათში ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკში გადაუცვალა. ეს ტყე-პარკი კი ეკლესიას თავის დროზე მთავრობისგან 1 ლარად ჰქონდა მიღებული. ქობულეთში, ბობოყვათის ზღვისპირა ტერიტორია, გარდა იმისა, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, იმავდროულად არქეოლოგიური ობიექტიცაა და სპეციალისტები მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

მკვლელობების ორკვირეული ბათუმში

 

2 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე, 15 დღის განმავლობაში, ბათუმში ოთხი ადამიანი მოკლეს და რამდენიმეს მოკვლა სცადეს. ბოლო წლების განმავლობაში ბათუმში მსგავსი სტატისტიკა არ დაფიქსირებულა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ყველა დანაშაულს ერთი საყურადღებო რამ აქვს საერთო – მკვლელობაში ბრალდებული ყველა პირი წარსულში ნასამართლევია.  ვინ და როგორ უნდა იზრუნოს დანაშაულის პრევენციაზე, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისთვის?

 

ახალნამშობიარები ქალი, რომელიც ყველამ მიატოვა

 

32 წლის ქალმა ერთი თვის წინ გოგონა გააჩინა ბათუმის სამშობიარო სახლში. მშობიარე სამშობიაროდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა თავის ტვინის ანთებით. კომაში ყოფნის დროს ახალშობილი თავშესაფარში გადაიყვანეს, თავად ქალი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. ქალს არავინ ჰყავს. ექიმები არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერას სთხოვენ. 

შსს: დაკავებული გაიქცა და თავით ფანჯრის შუშა ჩაამტვრია

 

სოციალურ ქსელში ადვოკატმა პაატა შავაძემ გაავრცელა, როგორც თავად წერს, ახალგაზრდა მამაკაცის, დ. ზ-ს  ფოტოსურათი, სადაც შუბილზე აქვს ღია ჭრილობა, ხოლო სახე სისხლით აქვს მოსვრილი. პაატა შავაძე წერს, რომ, მას დ. ზ.-მ უთხრა, რომ  „საპატრულო პოლიციის მუშაკებმა დაკავებისას ცემეს“.

ბათუმში გერმანიის მოქალაქე გაუჩინარდა

 

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ბათუმში მყოფი  გერმანიის მოქალაქის, ტირკ რეტტიკის გაუჩინარების შესახებ შს სამინისტროში ადასტურებენ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლზე პომიდვრების დამშენი დაკავებულია

“ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 17 სექტემბერს, პოლიციამ ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე, მერაბ ღოღობერიძე იმის გამო დააკავა, რომ დღეს დილით მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლს, სხვა პირებთან ერთად, პომიდვრები დაუშინა.

The Wolf of Wall Sreet-ის ავტორი თბილისში ჩამოვა

ამერიკელი ბროკერი, სპიკერი და წიგნების – „უოლ სთრითის მგლის“ / The Wolf of Wall Sreet (2007) და „უოლ სთრითის მგლის დაჭერა“ / Catching the Wolf of Wall Street (2009) ავტორი – ჯორდან ბელფორტი 28 ნოემბერს თბილისს ეწვევა და მასტერკლასს გამართავს. 

უგულავას ადვოკატი: ფარსი, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც ჩაერთო

 

საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით დღეს გადაწყვეტილება იმის გამო ვერ გამოაცხადა, რომ მოსამართლე მერაბ ტურავა, როგორც სასამართლოს განცხადებაშია მითითებული, ავად გახდა. გიორგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილიამ სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადებას უწოდა ფარსი, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოც ჩაერთო:

საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს აცხადებს

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალიწინებული აღმკვეთი ღონსიძიების გამოყენების ფორმა პატიმრობაში მყოფი პირისთვის – ამ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით თბილისის ყოფილმა მერმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა თვის წინ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 17:00 საათზე გამოაცხადებს, დააკმაყოფილა თუ არა თბილისის ყოფილი მერის საკონსტიტუციო სარჩელი.

 

კიბოზე გამარჯვებული ქალები ბათუმში [ვიდეო]

 

ლანჩხუთიდან „ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულზე“ დასასწრებად ბათუმში ჩამოსული 8 ქალი საკუთარ თავს კიბოზე გამარჯვებულს უწოდებს. მათ ორგანიზაციასაც ასე ჰქვია – გამარჯვებულ ქალთა კლუბი. თუმცა, დღეს, 8 სექტემბერს, კვირეულის ფარგლებში გამართულ მარათონში არცთუ ისე ბევრმა ბათუმელმა მიიღო მონაწილეობა. 

რიგები საბაჟოზე – თურქი მძღოლები გამოძალვაზე საუბრობენ

 

სარფში, საზღვრის ორივე მხარეს, სატვირთო ავტომანქანების უგრძესი რიგებია. ქართველი მძღოლები ამბობენ, რომ მათ ხელოვნურ ბარიერს თურქი მებაჟეები უქმნიან. თურქი მძღოლების თქმით კი, – პირიქით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მათი უფლებები დაირღვეს. თურქი მძღოლები თანხის გამოძალვასა და ფიზიკურ დაპირისპირებაზეც კი საუბრობენ. ბათუმში თურქეთის საკონსულოში თქვეს, რომ პრობლემის შესახებ იციან. საქართველოს შემოსავლების სამსახურში ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს.

”სომეხი სააკა” – ხულოს საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე ექსპრეზიდენტის შესახებ

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე ამბობს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარის, ოთარ გელაძის წინააღმდეგ, შესაძლოა, სხვა მოქალაქეებთან ერთად, სახალხო დამცველთან კოლექტიური საჩივარი შეიტანოს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევის მუხლით.

 

გლობალიზაციის შიში [ვიდეო]

 

რა არის გლობალიზაცია, სარგებელი ქვეყნებისა და ადამიანებისთვის თუ საფრთხე ეროვნული ღირებულებებისთვის?

ბათუმის ფასიანი პლაჟები – რატომ მიმართავს პარლამენტარი ბულვარის ადმინისტრაციას

 

ბათუმის სანაპირო ზოლში ბულვარის ადმინისტრაციას პლაჟები კერძო პირებზე აქვს გაცემული. პლაჟის ამ მონაკვეთზე შეზლონგებით სარგებლობა 5 ლარიდან იწყება და 25 ლარს აღწევს. ტურისტები თუ ადგილობრივები – არაერთი ადამიანი აცხადებს, რომ მათ პლაჟის ამ მონაკვეთზე არათუ წამოწოლის უფლებას არ აძლევენ, არამედ შეურაცხყოფენ კიდეც. ერთ-ერთია, ვინც პლაჟზე არსებული მდგომარეობა შეაფასა, როგორც „ღირსების შემლახავი მოპყრობა“, საქართველოს პარლამეტის წევრი თამარ კორძაიაა.

შსს: მედიით გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

 

დღეს, 25 აგვისტოს სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელდა ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილი არიან უნიფორმაში ჩაცმული პოლიციელები ალკოჰოლის მიღების პროცესში. ასრულებდნენ თუ არა ამ ფოტოსურათებზე გამოსახული პოლიციელები სამსახურებრივ მოვალეობას? – „ბათუმელები“ განმარტებისთვის შს სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა.

ბათუმი დაიტბორა

 

სამაშველო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, „ბათუმში წვიმის გამო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა“. დატბორილია ქუჩები და ავტომანქანები. პრესცენტრის ცნობით, სამაშველოს  20 ეკიპაჟი უკვე გამოვიდა თბილისიდან, ასევე ეკიპაჟები ბათუმისკენ მოდის სამეგრელოდან და ქუთაისიდან. 

არის თუ არა კანონდარღვევა, როცა პოლიციელები უნიფორმაში ალკოჰოლს იღებენ


„ბათუმელებმა“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარეს, გიორგი ხიმშიაშვილს სთხოვა, გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით შეაფასოს, გვაქვს თუ არა საქმე კანონდარღვევსთან, როდესაც შეიარაღებული, უნიფორმაში გამოწყობილი პოლიციელები  ალკოჰოლს იღებენ (შს სამინისტროს განმარტებას ამ საკითხზე მოგვიანებით შემოგთავაზებ). 

6 ფოტო, სადაც ფორმიანი და შეარაღებული პოლიციელები ალკოჰოლს იღებენ

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის თანაშემწეს, დათო ჭელიძეს თავის ფეისბუქ გვერდზე  გამოქვეყნებული აქვს 6 ფოტოსურათი, რომელზეც ჩანს, რომ სამოქალაქო პირებთან ერთად იმყოფებიან პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც იღებენ ალკოჰოლს. ფოტოზე ასევე ჩანს, რომ პოლიციელს აქვს ცეცხლსასროლი იარაღი.

Exit mobile version