,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” და ,,ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი” საქართველოს პარლამენტს სთხოვენ, რომ კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა 2011 წლისათვის გადიატანოს.
Tag Archives: საზოგადოება
გეიაღლუმი ქართულ პოლიტიკაში
ქართული მედია ბათუმში გეიაღლუმის ჩატარებაზე სისტემატურად ავრცელებს ინფორმაციას. დღემდე არ არსებობს წყარო, რომელიც დაადასტურებს ამ ინფორმაციას. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, ფაქტობრივად, გამორიცხავს გეიაღლუმის ბათუმში ჩატარებას. ჟურნალისტ ია ანთაძის აზრით კი, ეს აჟიოტაჟი უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემის – საკონსტიტუციო რეფორმისგან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. ჟურნალისტის აზრით, ამ ინფორმაციის წყარო, სავარაუდოდ, ხელისუფლებაა. არაოფიციალური ცნობით კი, გეიაღლუმი ხვალ უნდა გაიმართოს ბათუმის ახალ ბულვარში.
ბათუმში მართლმადიდებელი მრევლი აქციას მართავს
ამ წუთებში მართლმადიდებელი მრევლი ბათუმში იკრიბება და გეი აღლუმთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გეგმავს. ბათუმის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა ბასილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ისინი ბათუმში მსვლელობას გეგმავენ, რათა მოსახლეობა მოსალოდნელი აღლუმის შესახებ გააფრთხილონ.
ჩიტაძეს და შალამბერიძეს სოლიდარობას უცხადებენ
ახალგაზრდულმა მოძრაობებმა გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ პირებს – ლევან ჩიტაძესა და ალეკო შალამბერიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. ორგანიზციების, – ,,არა”, ,,რატომ”, ,,7 ნოემბერი”, – წევრები ამბობენ, რომ გარემოვაჭრეებისა და დევნილების საპროტესტო აქცია საპატრულო პოლიციამ უკანაონოდ დაარბია.
მოშიმშილე პატიმრებს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მოინახულებენ
მელორ ვაჩნაძესა და ვახტანგ მაისაიას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ამ დღეებში მოინახულებენ. როგორც აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო ერემაშვილი ამბობს, მათ განცხადებით მიმართეს სახალხო დამცველი ოფისს, რომ 17 აგვისტოს შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ.
ძველი და ახალი დევნილები მორიგ საპროტესტო აქციაზე
დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. სამინისტროსთან დაახლოებით 150 დევნილი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამაჩაბლოდან სხვადასხვა დროს იძულებით გადაადგილებული პირები. აქციას რუპორით ხელში კონსერვატული პარტიის წარმომადგენელი, ლაშა ჩხარტიშვილი უძღვებოდა.
გაურკვეველი მომავლის მოლოდინით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი სპორტის აკადემიის ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის ყოფილი შენობა არ გაიყიდა.
სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, გუშინ გამართულ აუქციონზე ილია ჭავჭავაძის 49-სა და 49ა-ში დარეგისტრირებული ობიექტით, რომლის საერთო ფართობი 42 667 კვადრატული მეტრია, არავინ დაინტერესებულა. ობიექტის საწყისი ფასი 14 მილიონი დოლარია.
ბაზრობაზე ყავას აღარ სვამენ
ე.წ.ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრეები დაახლოებით ერთი თვეა ბაზრობაზე ყავას აღარ სვამენ. თბილისის მერია და ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებისთვის 80– თეთრიანი ყავის შეთავაზებაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
ხანძარი კასპში
საბურავების გადამამუშავებელ ქარხანას გუშინ, გვიან ღამით, ხანძარი გაუჩნდა. ქარხანა სოფელ მეტეხში, საცხოვრებელი უბნიდან ორას მეტრში მდებარობს.
მტკვარში მოზარდის გვამს ეძებენ
მტკვარში, გორის ტერიტორიაზე, დაკარგულ ახალგაზრდას მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 14 წლის მოზარდი დინებამ გუშინ საღამოს წაიღო. მაშველები მოზარდს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
ვის ერგება სახლი?
თბილისის სოციალურად დაუცველ ოჯახთა სიაში იმაზე მეტი ოჯახი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდბენ. შედეგად, ოჯახები, რომლებიც ერთი თვის წინათ, საცხოვრებელის არქონის გამო, თბილისის მერიასთან ცხოვრობდნენ, აგვსიტოს ბოლომდე ისევ გაურკვეველ მდგომარეობაში რჩებიან. უახლოეს მომავალში 1300 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან საცხოვრებელს ათი ოჯახი მიიღებს.
შავ ზღვაში დამხრჩვალი მოზარდის გვამი იპოვეს
მაშველებმა შავ ზღვაში დამხრჩვალი თექვსმეტი წლის მირზა ქურციკიძის გვამი სოფელ მალთაყვასთან იპოვეს.
თვითმკვლელობის მცდელობა გალაკტიონის ხიდიდან
გუშინ, გვიან ღამით, 45 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. იგი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მტკვარში გადახტა.
პოლიტიკური კრიზისის საფრთხეები
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის მოდელი შეიძლება პოლიტიკური კრიზისების მიზეზი გახდეს, აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. სადავო 81-ე მუხლზე შენიშვნები დაწერა ვენეციის კომისიამაც, რომლის რეკომენდაციაც პროექტის საბოლოო ვარიანტში არ ასახულა.
25 თებერვალი, 23 აგვისტო
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის, ხოლო 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსენების დღედ გამოცხადდა.
დევნილები დახმარების მოლოდინში
ამ წუთებში კოსტავას ქუჩაზე გამომცემლობა ”სამშობლოს” წინ შეკრებილი დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან. სამინისტროდან მათთან ჯერ არავინ მისულა.
თბილისში თვითმკვლელობის სტატისტიკა გაიზარდა
თბილისის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მტკვარში სულ 26-მა ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა. დღეს, დილის 4 საათზე, ბარათაშვილის ხიდიდან მტკვარში 65 წლის მამაკაცი გადახტა. თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის სამაშველო ჯგუფმა მამაკაცი მდინარიდან რამდენიმე წუთში ამოყვანა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. როგორც თბილისის საგანაგებო სიტუაციათა …
Continue reading “თბილისში თვითმკვლელობის სტატისტიკა გაიზარდა”
პეტიცია გამოხატვის თავისუფლების დასაცავად
დღეს კონსულტაციებისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) სამოქალაქო აქტივისტები სინდისისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ შეუწყნარებლობის შესახებ პეტიციის პრეზენტაციას გამართავენ. თვენახევრის წინ დაწერილი და ინტერნეტში განთავსებული პეტიციის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი არიან.
620 ოჯახი წყლის გარეშე
თბილისში, სოფელ გლდანულაში, მცხოვრები 620 ოჯახი ადიდებულმა მდინარემ სასმელი წყლის გარეშე დატოვა. მოსახლეობის ნაწილს სახლთან მისასვლელი გზა დაუზიანდა. მოქალაქეები მთავრობის მხრიდან უყურადღებობას უჩივიან.
პენსია,რომელმაც დროს ვერ გაუძლო
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ და ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ კანონი წლების მანძილზე ცვლილებებს განიცდიდა.
რეპორტაჟი კონიაკის დასახლებიდან
უკვე 15 წელია, რაც კონიაკის დასახლებაში მცხოვრებ 16 ოჯახს, ადგილის ტენიანობის მომატების გამო, პრობლემები აქვთ. მათი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისი-ჟინვალის მილსადენი გაედინება. კონიაკის დასახლებაში 16 ოჯახს მომატებული ტენიანობის გამო, პრობლემები აქვთ სახლის ჭერი
სადავო მილსადენი
უკვე 15 წელია, რაც კონიაკის დასახლებაში მცხოვრებ 16 ოჯახს, ადგილის ტენიანობის მომატების გამო, პრობლემები აქვთ. მათი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისი-ჟინვალის მილსადენი გაედინება.
ის, რაც თამარას, მფრინავ გოჭს და კალიას აერთიანებს
არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ, თუ შენში ჯერ კიდევ ცხოვრობს ბავშვი, ეს სამყარო შენთვის ნაცნობი და ახლობელია.
შიდსი საქართველოში
დღეში მინიმუმ ერთი ადამიანი ინფიცირდება აივ ვირუსით საქართველოში. შიდსის ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ 2010 წელს 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.