“ფსიქოსოციალური საჭიროების ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფია ქვეყანაში”

როგორ ზრუნავს სახელმწიფო ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების პრობლემები მოსაგვარებლად? რატომ გამწვავდა ეს პრობლემა მთავრობის მიერ 2017 წლიდან განხორცილებეული ცვლილებებით? – ნეტგაზეთს EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე ესაუბრა. ლინა ღვინაიანიძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო არ აღიარებს იმ პრობლემებს, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მათ მიერვე მიღებულმა გადაწყვეტილებამ გააჩინა. მეორე მხრივ კი, თავად ფსიქისოციალური საჭიროების მქონე ჯგუფს …

სახიფათო ცვლილებები ფსიქიატრიაში

ავტორი: მარიამ უგრეხელიძე, ifact 11 წლის საბას გონებრივი ჩამორჩენის და ქცევითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ის დედასთან, ნათია ლომიძესთან ერთად მარტო ცხოვრობს და დედა0შვილს თავი სოციალური შემწეობით გააქვთ. საბა წონით დედაზე გაცილებით დიდია და თავისი აქტიური ხასიათის გამო ერთ ოთახში ყოფნას ვერ იტანს, მუდმივად გარეთ, ხალხთან ყოფნა უნდა. იმის გამო, რომ ნათია შვილის საქციელს ვერ აკონტროლებს, …

ფსიქიატრთა საზოგადოება ხელისუფლებას და ომბუდსმენს მიმართავს

ა. ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება ხელისუფლების წარმომადგენლებს და ომბუდსმენს მიმათავს, რადგანაც მიაჩნია, რომ არაკოორდინირებული და ფრაგმენტული ინიციატივები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და აღრმავებს დარგში არსებულ კრიზისს როგორც ფინანსური, ასევე, პაციენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვის კუთხით.   გთავაზობთ განცხადებას, რომელიც საზოგადოებამ დღეს, 24 მარტს გაავრცელა:   ფსიქიატრთა საზოგადოების აზრით, ბოლო დროს ფსიქიკურ ჯანდაცვაში მიმდინარე …

რისი შეცვლა სურთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკაში

შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც სახელმწიფო უწყებების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებულ მწვავე პრობლემებს დააყენებენ – ეს იყო დღეს, 21 მარტს, ომბუდსმენის ინიციატივით გამართული შეხვედრის შედეგი. ჟურნალისტებისთვის დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემით დაინტერესებული ორგანიზაციები დაესწრნენ, მისი მონაწილეების განცხადებით, მწვავე დისკუსია გაიმართა. ომბუდსმენის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაინტერესებულ მხარეებს …

სამედიცინო ცენტრ “ურანტის” დირექტორი უვადო შიმშილობას იწყებს

15 მარტს, მთავრობის კანცელარიასთან, სამედიცინო ცენტრ “ურანტის” დირექტორი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე და მისი კოლეგა ზაზა შენგელია უვადო შიმშილობას იწყებენ. სიხარულიძე სოციალურ ქსელში ლაშა კილაძისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” სამედიცინო ცენტრ “ურანტთან” ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ნაწილში ხელშეკრულებას წყვეტს. ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, კონტრაქტის შეწყვეტის შედეგად, 1350 პაციენტი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში …

ფსიქიატრთა საზოგადოება სერგეენკოს მოუწოდებს, კლინიკების მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროოს

ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება აცხადებს, რომ დავით სერგეენკოს განცხადებამ პაციენტის მიმართ ფსიქიატრიული კლინიკების არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე მათ პროფესიულ ღირსებას საფრთხე შეუქმნა. დავით სერგეენკომ 24 იანვარს განაცხადა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების ირგვლივ  ატეხილი “აჟიოტაჟის” უკან კლინიკების ფინანსური ინტერესებია. “კლინიკებში ჩვენმა მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ არცთუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე, …

42 ორგანიზაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს პოლიტიკას აპროტესტებს

42 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებათა დაფინანსების წესის შეცვლას აპროტესტებენ. ისინი მოითხოვენ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ჯანდავის კომიტეტებმა საპარლამენტო კონტროლი განახორციელონ საქართველოს მთავრობის საქმიანობაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით და უახლოეს დღეებში დანიშნონ გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა. მათივე მოთხოვნის თანახმად, სხდომაზე უნდა მოიწვიონ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირები, …

სერგეენკო: აჟიოტაჟის უკან ფსიქიატრიული კლინიკების ფინანსური ინტერესები დგას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების ირგვლივ  ატეხილი “აჟიოტაჟის” უკან კლინიკების ფინანსური ინტერესებია. ეს განცხადება დავით სერგეენკომ 24 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ჯანდაცვის სამინისტროსთან 23 იანვარს გამართული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობის 2017 წლის პროგრამა ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციას აფერხებს და ბენეფიციარების ინტეგრაციას ხელს უშლის. ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ სამინისტრომ მწვავე შემთხვევების …

ფსიქიკური ჯანმრთელობის 2017 წლის პროგრამა და პროტესტი თბილისში

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შშმ ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ მთავრობის 2017 წლის პროგრამა ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციას აფერხებს და ბენეფიციარების ინტეგრაციას ხელს უშლის, ჯანდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ პაციენტების საკეთილდღეოდაა შემუშავებული. ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელის, მანანა შარაშიძის განმარტებით, საქმე ეხება საქართველოს მთავრობის “2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს”, რომლის მიხედვითაც, მწვავე შემთხვევების დაფინანსება …

ადამიანის უფლებები სახელმწიფოს მონიტორინგის გარეშე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

2 ნოემბერს ევროსაბჭოს ექსპერტებმა, ჯანდაცვის სამინისტროს, ომბუდსმენისა და ფსიქიატრიული დაწესებულების წარმომადგენლებმა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა ინსპექტირების მექანიზმის შემუშავების შესახებ იმსჯელეს. “ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები განიხილებიან, როგორც მკურნალობის ობიექტები და არა როგორც ადამიანები, რომლებსაც აქვთ იგივე უფლებები, როგორც ყველა დანარჩენს,”- ვკითხულობთ მექანიზმის შესახებ ევროსაბჭოს ექსპერტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში. ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშშიც საუბარია პაციენტების …

როგორ მუშაობს სათემო ფსიქიატრიული სერვისი

2013 წელს საქართველოში აქტიური სათემო ფსიქიატრიული სერვისი ამოქმედდა. პროგრამა ბენეფიციარებს მათთვის აუცილებელი სერვისების იმ გარემოში მიწოდებას სთავაზობს, რომელიც მათთვის მოსახერხებელია. პროექტი აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების მიხედვით შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჰოსპიტალს გარეთ მკურნალობა და რეაბილიტაციაა. ირაკლი აქტიური სათემო ფსიქიატრიული სერვისის ერთ-ერთი ბენეფიციარია. როგორც ამბობს, 2006 წლიდან ფსიქიკური აშლილობა …

თვითმკვლელობის პრევენციისათვის ფეისბუკში ახალი ფუნქცია ამოქმედდა

სოციალური ქსელი ფეისბუკი თვითმკვლელობის პრევენციისათვის მომხმარებელს ახალ ფუნქციას სთავაზობს. ფუნქციის დახმარებით, თუ თქვენი ფეისბუკის მეგობარი დაწერს ისეთ პოსტებს, რომლებიც დაგაფიქრებთ მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ან კეთილდღეობაზე, თქვენ შეგეძლებათ ანონიმურად მონიშნოთ პოსტი და გაუგზავნოთ ფეისბუკს. ფეისბუკის ჯგუფი გადახედავს პოსტს და საჭიროების შემთხვევაში შესთავაზებს დახმარება მის ავტორს. პოსტის ავტორი მიიღებს გზავნილს, რამდენიმე არჩევანით: მათ შორის “გაესაუბრე მეგობარს”, “დაუკავშირდი …

პროკურატურა: ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების დაკითხვა შესაძლებელი უნდა გახდეს

მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, მაია კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, შესაძლებელი გახდეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტთა დაკითხვა ან გამოკითხვა. ეს განცხადება მაია კვირიკაშვილმა პარლამენტში, ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშის საკომიტეტო განხილვაზე გააკეთა. საქმე ეხებოდა სურამში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მყოფი პაციენტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, რაზეც ომბუდსმენის ანგარიშში იყო საუბარი. “8 პაციენტმა მიუთითა, რომ მათზე ფიზიკურ …

როგორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მიმართ

მიუღებლობა სამეზობლოში, სამსახურში, ოჯახსა და საზოგადეობაში, ნაკლები ინფორმაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, შიში და გაუცხოება  – ეს იმ დამოკიდებულებების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იჩენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ – ამბობს ”სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” მიერ 2015 წლის მაისსა და ივნისში ჩაატარებული კვლევა. გამოკითხვის მიზანი იყო, გამოკვლეულიყო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მიმართ და შესწავლილიყო, …

Exit mobile version