ფეისბუკზე ფოთის რეაბილიტირებული სტადიონის საშხაპეში გადაღებული კადრები ვრცელდება. კადრებზე ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია ჩანს, რომელიც ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ფეხბურთელებისთვის მხოლიდ 4 საშხაპე გააკეთეს, ისიც ძალიან დაბალი ჭერით. კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს ცხვიტარია ოთახის ბოლოსკენ მივიდეს, თუმცა, ჩამოწეული ჭერის გამო, მას დახრა უწევს. “რა დააშავეს იმ ფეხბურთელებმა?… იმ ორმეტრიანმა სპორტსმენებმა? მე ვერ …
Tag Archives: ფოთი
ფოთში პორტისა და ტერმინალის ასაშენებლად 50-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, 4 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება ფოთში ახალი პორტისა და ტერმინალის ასაშენებლად. პორტისა და ტერმინალის მშენებლობას, პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის სამთავრობო სააგენტო “კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია” (Overseas Private Investment Corporation — OPIC) დააფინანსებს. პრესსამსახურის ცნობითვე, 4 თებერვალს OPIC-მა 50-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა “პეის ჯგუფთან” (Page Group). “ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და …
Continue reading “ფოთში პორტისა და ტერმინალის ასაშენებლად 50-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა”
ფოთში ავტომობილი არხში ჩავარდა – დაიღუპა მძღოლი
ფოთში, ჭალადიდი-ყორათის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს. ტელეიმედის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წყლის არხში ჩავარდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოთში ”ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 და 2002 წელს დაბადებული არასრულწლოვნები ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ორივე მოზარდს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე “ჯეოსელის” ოფისში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც მობილური …
Continue reading “ფოთში ”ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავეს”
აფეთქება ფოთში — გარდაიცვალა 1, დაშავდა 3 ადამიანი
5 სექტემბრის დილის საათებში ფოთში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა/შენახვისა და ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობის დაზიანების მუხლებით. რუსთავი2-ის ინფორმაციით, ხელყუმბარა რამდენიმე ახალგაზრდას აუფეთქდა. მათივე ცნობით, შემთხვევა ფოთის ნაბადოს უბანში მოხდა.
მალთაყვის სანაპიროდან ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა
ფოთში, მალთაყვის სანაპიროდან ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა. მაშველები დამსვენებელს შავ ზღვაში ერთ საათზე მეტრია ეძებენ. ახალგაზრდა კაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მაშველებს ახალგაზრდა ქალმა მისცა, რომელიც ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისათვის მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს: დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა …
Continue reading “მალთაყვის სანაპიროდან ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა”
დატბორილი ქუჩები, სახლები და ეზოები – წყალდიდობა ფოთში [ფოტო]
გადაუღებელი წვიმის შედეგად ქალაქ ფოთში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. როგორც “ნეტგაზეთს” ფოთის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, განსაკუთრებით ნაბადისა და კუნძულის უბნების მოსახლეობა დაზარალდა, სადაც წყალმა ეზოები და სახლების პირველი სართულები დატბორა. ფოთში ძლიერი წვიმა გვიან ღამით, დაახლოებით, 02:00–ზე დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. მერიის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც სატუმბი სადგურების მუშაობაც შეფერხდა. …
Continue reading “დატბორილი ქუჩები, სახლები და ეზოები – წყალდიდობა ფოთში [ფოტო]”
ფოთში, შავ ზღვაში ბანაობისას ორი ადამიანი დაიხრჩო
ფოთში, შავ ზღვაში, ორი მოქალაქე დაიხრჩო. უბედური შემთხვევა დღეს, 30 ივლისს, მალთაყვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 51 წლის კაცი და 58 წლის ქალი ზღვაში საბანაოდ შევიდნენ, თუმცა ძლიერი შტორმის გამო ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. უწყება მოქალაქეებს შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმის გამო ზღვაში შესვლას უკრძალავს. საშტორმო გაფრთხილება 31 ივლისის 10:00 საათამდე …
Continue reading “ფოთში, შავ ზღვაში ბანაობისას ორი ადამიანი დაიხრჩო”
ფოთში ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად მილების საწმენდი “კროტი” გასინჯეს
გუშინ, 9 მაისს, ფოთში ორ მცირეწლოვან (უფროსი მე-4 კლასელია) ბავშვს მაღაზიაში, სავარაუდოდ, ტკბილეულის ნაცვლად შეცდომით მიჰყიდეს მილების საწმენდი საშუალება “კროტი”, რომელიც ბავშვებმა გასინჯეს და შედეგად – საჭირო გახდა ორივეს საავადმყოფოში გადაყვანა. როგორც ნეტგაზეთს მაღაზიის წარმომადგენელმა განუცხადა, 4 წლის ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მეორე, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია, ქუთაისში მკურნალობს. იაშვილის კლინიკაში ნეტგაზეთს უთხრეს, …
Continue reading “ფოთში ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად მილების საწმენდი “კროტი” გასინჯეს”
ღარიბი საპორტო ქალაქის შესაძლებლობები – ფოთის მერობის კანდიდატების ხედვები
დანგრეული გზები, მოუვლელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მოუწესრიგებელი სანაპირო, გაუმართავი სანიაღვრე სისტემები – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც ფოთის მოსახლეობას აწუხებს მაშინ, როცა საქართველოს სხვა თვითთმმართველ ქალაქებს შორის საზღვაო და საპორტო ქალაქს შეიძლება ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს, გაზარდოს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები და მოაგვაროს ხალხისთვის მტკივნეული პრობლემები. “ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რა ხედვები აქვთ ამ მიმართულებით ფოთის …
Continue reading “ღარიბი საპორტო ქალაქის შესაძლებლობები – ფოთის მერობის კანდიდატების ხედვები”
პალიასტომის ტბასთან ქალის ცხედარი იპოვეს
დღეს, 13 ივლისს, ფოთთან ახლოს, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც შსს–ში განგვიცხადეს, ქალის ცხედარი ტბისა და მდინარის შესართავთან ადგილობრივებმა შეამჩნიეს. ისინი მაშინვე საპატრულო პოლიციასა და სამაშველო სამსახურებს დაუკავშირდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ხანძარი ფოთის სავაჭრო ცენტრში – დამწვარია 500 კვ.მ. ფართობი
10 ივლისს, გამთენიისას, ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, რიხ შედეგადაც 500 კვ.მ. ფართობი დაიწვა. ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს ცეცხლი. ასევე არ არის ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი დაზარალდა ხანძრის შედეგად. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლის ჩაქრობას, ჯამში, 9 სახანძრო მანქანა ცდილობდა. მათი ცნობით, თავდაპირველად ადგილზე მხოლოდ ფოთის სახანძრო ბრიგადები …
Continue reading “ხანძარი ფოთის სავაჭრო ცენტრში – დამწვარია 500 კვ.მ. ფართობი”
ხორბლის გადამამუშავებელ საწარმოში 2 ადამიანი დაშავდა ხანძრის გამო
ფოთში ხორბლის გადამამუშავებელ საწარმოში აფეთქების შედეგად ორმა დასაქმებულმა დამწვრობა მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, საწარმოში დანადგარი გადახურდა და აფეთქდა. აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა ფანჯრები და გაჩნდა ცეცხლი. სააგენტოს ცნობით, ხანძარი გაუჩნდა ხორბლის მტვერს. ხანძრის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომელთაც წინასწარი ინფორმაციით, კიდურების დამწვრობა აქვთ მიღებული. სააგენტოს ცნობით, ადგილზე მისული იყო სამი სამაშველო …
Continue reading “ხორბლის გადამამუშავებელ საწარმოში 2 ადამიანი დაშავდა ხანძრის გამო”