“ყველას გვისმენენ” – რას ამტკიცებს დეპუტატის ექსპერიმენტი

შსს-ში აცხადებენ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლს 23 აპრილს, 15:00 საათზე, “როგორც ყოველთვის”, ისე იცავდა პოლიცია და ეს არ ადასტურებს საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკანონოდ განხორციელებული სატელეფონო მოსმენის შედეგად მივიდნენ იქ სამართალდამცავები. თუმცა ფაქტია, რომ პოლიციელების მობილიზება პრემიერის სახლთან “ყოველთვის” არ არის, რადგან დღეს, 24 აპრილს, ამ ადგილზე “ნეტგაზეთის” ფოტოობიექტივმა ვერც ერთი პოლიციელი ვერ დააფიქსირა.

პარლამენტმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით 89 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც უკანონო მოსმენის შეზღუდვას ეხება.

უთანხმოება ფარული მოსმენების კანონმდებლობის გარშემო

ლევან ღირსიაშვილი ადასტურებს, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინიციატივით შექმნილი უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო ჯგუფი, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის ფარგლებში სამომავლოდ ახალი კანონმდებლობის შემუშავებასაც აპირებს.

უსუფაშვილი: ჩვენს მოქალაქეებს უნდა მოეხსნათ კომპლექსი, რომ მუდმივად ვიღაც გვითვალთვალებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკითხი პრობლემურია და ამიტომ იპყრობს საზოგადოების მაღალ ყურადღებას.

ლაშა ტუღუში: არაკონსტრუქციულია ჭიკაიძის განცხადება, “რომ ისევ გვისმენენ – ტყუილია”

ჟურნალისტი ლაშა ტუღუში, რომელიც კამპანიის “ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ”  მონაწილეა, გაუგებარს უწოდებს შს მინისტრის განცხადებას, რომლითაც მან ამ კამპანიის მონაწილეები შსს-ს დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

ინტიმური სცენების ამსახველი შსს-ში აღმოჩენილი კიდევ ორი დისკი განადგურდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ორი დისკი, რომელზეც დატანილია ინტიმური სცენების ამსახველი ფარული თვალთვალის მასალები, განადგურდება. ამის თაობაზე დღეს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა.

სახალხო დამცველი უკანონო თვალთვალის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ფარული მიყურადებთ მოპოვებული ვიდეომასალის განადგურება უნდა გაგრძელდეს. 

მაგთი: ძალოვან უწყებებს ნებისმიერ ქსელთან აქვთ წვდომა

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე – აქვს თუ არა წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს მათ ქსელზე და შეუძლიათ თუ არა საუბრის მოსმენა, კომპანია “მაგთიმ” განმარტა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ძალოვან უწყებებს აქვთ წვდომა მობილური ოპერატორების ქსელთან.

ჯეოსელში ადასტურებენ, რომ მთავრობას მათ ქსელთან წვდომა აქვს

“საქართველოში მოქმედი ყველა მობილური ოპერატორის მსგავსად, “ჯეოსელიც”, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ვალდებული იყო შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისთვის მიეცა ქსელთან წვდომის შესაძლებლობა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კომპანია “ჯეოსელი” ავრცელებს.

მობილური ოპერატორები შსს-დან ფარული მოსმენების შესახებ

აქვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისი მოწყობილობები მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებში, რომლებითაც აბონენტების ფარული მიყურადება ხორციელდება? – “ნეტგაზეთის” ამ კითხვაზე საქართველოში მოქმედი სამი კომპანიიდან ორისგან “მაგთიკომისგან” და “ჯეოსელისგან”ვერ მივიღეთ პასუხი.

ფარული სატელეფონო მოსმენების სისტემა არ შეცვლილა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ, რომ ქვეყანაში უკანონო ფარული სატელეფონო მოსმენები ისევ გრძელდება, თუმცა ძველი სისტემა, რომლითაც ადგილი ჰქონდა მასობრივად ფარულ მიყურადებას საქართველოში, დღემდე არ შეცვლილა.

პროკურატურამ სასამართლოს ფარული მიყურადების თხოვნით 6 თვეში 1207–ჯერ მიმართა

2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 9 მაისამდე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ შუამდგომლობით 1207–ჯერ მიმართა.

უწყებების ნაწილი სატელეფონო მიყურადების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს

სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის გასაჯაროებაზე თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უარი განაცხადეს, ინფორმაცია მხოლოდ მთავარმა პროკურატურამ გასცა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურება [PHOTO/VIDEO]

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურება დღეს, 5 სექტემბერს ე.წ. მოდულის შენობაში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. კადრების განადგურებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი და ამ საკითხზე მომუშავე კომისიის სხვა წევრები.

ღარიბაშვილი: ფარული ჩანაწერები ამ კვირაში განადგურდება

შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები მიმდინარე კვირაში, რამდენიმე დღეში განადგურდება. მინისტრს ჩანაწერების განადგურების ზუსტი დღე არ დაუსახელებია. 

წულუკიანი: ფარული ჩანაწერების განადგურების პროცესი გაგრძელდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით პროცესები გაგრძელდა, თუმცა კომისია აქტიურად მუშაობს. თავად მინისტრი კომისიის მუშაობაში დღეს ჩაერთვება.

რატომ არ დაერთო “ტრაქტორების საქმეს” პროკურატურის ფარული ჩანაწერი ივანიაძეზე

საქართველოს მთავარი პროკურატურა ამტკიცებს, რომ „ტრაქტორების საქმეზე“ მამუკა ივანიაძესთან საუბრის ფარული ვიდეოჩანაწერი კანონის დაცვით არის მოპოვებული, თუმცა უარს აცხადებს სასამართლო ნებართვის გამოქვეყნებაზე. ივანიაძის ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ უკანონობა ჩაიდინა.

ლაშა ტუღუში: ფარული ჩანაწერები 15 აგვისტომდე განადგურდება

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები 15 აგვისტომდე განადგურდება, ამის შესახებ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

არასამთავრობოები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებისკენ მოუწოდებენ:

წამება – სისტემური დანაშაული, თუ ცალკეული ბოროტმოქმედები?

იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ახალი ხელისუფლება დაასაბუთებს, რომ წინა მთავრობის პირობებში ადგილი ჰქონდა წამების კუთხით სისტემურ დანაშაულს, შესაძლებელი იქნება დაისვას ქვეყნის პირველი პირის პასუხისმგებლობის საკითხი ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულის მუხლით, რაც 12-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს მინისტრი: რისკი იმისა, რომ ფარული ჩანაწერები გავრცელდეს, არსებობს

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, მის უწყებას ფარული ვიდეოჩანაწერების 13 ათასი ფაილი აქვს ხელთ. 

ბესელია: სააკაშვილი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ პრეზიდენტს ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია, რასაც ვერ აირიდებს:

ფარული ჩანაწერების განადგურება გადაიდო

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრი ლაშა ტუღუში “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ შსს-ში დღეს, 21 ივნისს, შს მინისტრთან და გენერალურ პროკურორთან შეხვედრის დროს, გაირკვა, რომ ფარულ ჩანაწერებს კვირას, 23 ივნისს, როგორც ეს დადგენილი იყო, აღარ გაანადგურებენ.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია შსს-ში მიიწვიეს

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრი ლაშა ტუღუში “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ შსს-ში დღეს, 21 ივნისს, 10:30 საათზე არის მიწვეული. მისთვის უცნობია, შეიცვალა თუ არა რაიმე იმ კუთხით, რომლის შესაბამისადაც შეიძლება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული მასალები კვირას აღარ განადგურდეს.

Exit mobile version