როგორც ჯგუფის ერთ–ერთი წევრი, გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, ფაილების განადგურებაზე შეთანხმება მოხდა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრთან, ასევე, მთავარ პროკურორთან:

 

ლაშა ტუღუში

“შევთანხმდით მინისტრთანაც, გენერალურ პროკურორთანაც, რომ 15 აგვისტომდე ჩვენ ამ მასალებს, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს, გავანადგურებთ. პროცესში ჩაერთვება ქალბატონი თამარ ქალდანი, რომელიც გახლავთ ინსპექტორი და ის მასალების ანალიზს გააკეთებს”, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი დღევანდელ სხდომას პირველად ესწრებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *