სახელმწიფო ინსპექტორი უკანონო მიყურადების საეჭვო შემთხვევების გამოძიებას ითხოვს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სხვადასხვა პირთა მიმართ სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების სხვადასხვა ფორმით გასაჯაროების ფაქტებმა. “სამწუხაროდ, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირთა მიმართ უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. აღნიშნული ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი …

უწყებები, სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ

ინტერნეტში თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელითა და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. “არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე! სათაური ასეთი არ აქვს – სათაური კეთილშობილია – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური… სინამდვილეში კი, არაფერი არ უქმნის საფრთხეს ჩვენ სახელმწიფოს, …

“უკანონო თვალთვალი”: უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება სუსის ყოფილი თანამშრომლის მონაყოლზე

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 21 მარტს გაავრცელა ამჟამად პატიმრობაში მყოფი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუ, რომელიც აღიარებს, რომ სხვადასხვა პერიოდში ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სხვადასხვა დავალებებს იღებდა, მათ შორის, საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვების მიზნით. სამართალდამცავი უწყებები არ ამბობენ, დაიწყეს თუ არა გამოძიება მის მონაყოლზე. “მთავარი არხის” ცნობით, ეს ინტერვიუ ივანე/ვანო …

კანონიერი ფარული მიყურადება 2018 წელს ორჯერ გაიზარდა – კვლევა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა სასამართლოებში განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რიცხვი, რომელიც სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერებს ეხება. IDFI-ის მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და კონტრდაზვერვით საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის, მედიაში გახმიანებული ფაქტების, პროაქტიულად გამოქვეყნებული და სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზმა შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა: ფარული საგამოძიებო …

რა იქნება ფარული მოსმენების კარგი მოდელი – ევროპელი ექსპერტი საკონსტიტუციოში

რა იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებისთვის კარგი მოდელი და როგორ მუშაობს ამ კუთხით სისტემა ევროპის ქვეყნებში? – „ბათუმელებმა“ ტელე-საკომუნიკაციო სისტემების ექსპერტს, დეივ ორელს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. დეივ ორელი დღეს, 22 იანვარს, ჩვენებას აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს „ფარული მოსმენების საქმეზე“. დეივ ორელი ირლანდიიდანაა. ის ფიზიკოსია და ახორციელებს ტექნიკური მოწყობილობების აუდიტს. ორელი ჩართულია კიბერდანაშაულების გამოძიების პროცესშიც. ბატონო დეივ, …

უცხოელი ექსპერტი საკონსტიტუციოში „ფარულ მოსმენაზე“: სუსი არ უნდა ისმენდეს პირდაპირ, ვის ვესაუბრე ბათუმში

“ის შეკითხვები, რაც შეიძლება ჰქონდეს უშიშროებას, არ უნდა ჰქონდეს, როგორც წესი, სისხლის სამართლის წესით დაწყებულ გამოძიებას,” – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ევროპელმა ექსპერტმა, დეივ ორელმა. იგი ექსპერტის სახით მოსარჩელეებმა მოიწვიეს სასამართლო სხდომაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 22 იანვარს, არსებითი განხილვა დაიწყო „უკანონო მოსმენების წინააღმდეგ” 326 მოქალაქის სარჩელზე. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეასრულა პარლამენტმა …

პროკურატურა ბრალდებულისა და ადვოკატის საუბარს ფარულად იწერდა – ომბუდსმენის ანგარიში

ომბუდსმენის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბარი არის საქმეზე, როდესაც პროკურატურა  ბრალდებულისა და ადვოკატის სატელეფონო საუბარს ერთი თვის განმავლობაში იწერდა, რაც კანონის უხეში დარღვევაა. “კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებაზე ჯეროვანი კონტროლის აუცილებლობას ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმე, საიდანაც გამოიკვეთა, რომ პროკურატურა ერთი თვის განმავლობაში აწარმოებდა ბრალდებულსა და მის ადვოკატს შორის მიმდინარე სატელეფონო საუბრის ფარულ მოსმენასა და …

ბოკერია და გვარამია აცხადებენ, რომ მათ სუსი ფარულად უსმენდა

დღეს, 26 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ევროპული საქართველოს წევრი, პარლამენტარი გიგა ბოკერია სუს-ში იმყოფებოდნენ. ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია ამბობენ, რომ სუს-ი მათ სატელეფონო საუბრებს უსმენდა და იწერდა 2015 წელს გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. გვარამიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მას სუსი 2015 წლიდან უსმენდა, და ასევე იწერდა მის სატელეფონო …

საკონსტიტუციო სასამართლო 326 პირის სარჩელს განიხილავს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს მოქალაქეების – ავთანდილ ბარამიძის, გივი მითაიშვილის, ნუგზარ სოლომონიძის და სხვების (სულ 326 პირი) კონსტიტუციური სარჩელების ზეპირ განხილვას საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეები ასაჩივრებენ ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ – ტექნიკური სააგენტოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის ქონას, აგრეთვე, სააგენტოსათვის ელექტრონული …

გასახდელში კამერების დამონტაჟების გამო ინსპექტორმა “ფრესკოს” შემოწმება დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აცხადებს, რომ “ფრესკოს” გასახდელ ოთახებში ფარული თვალთვალის გამო სუპერმაკეტების ქსელის ინსპექტირება დაიწყეს. ინსპექტორის აპარატის განმარტებით, ინსპექტირება გულისხმობს როგორც ადგილზე ვითარების გაცნობას, ისე დოკუმენტების, ჩანაწერების და ინფორმაციის გამოთხოვასა და გაცნობას, ზეპირი განხილვის ჩატარებას, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან, ისე მონაცემთა სუბიექტისგან ახსნა-განმარტებების მიღებას. ინსპექტორის აპარატის ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონმდებლობით მნიშვნელოვანია ყველა მტკიცებულების მოპოვება …

ეს შენ გეხება: ფარული თვალთვალის შესახებ კანონი 300-მდე მოქალაქემ გაასაჩივრა

კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში დღეს საქართველოს ფოსტის მეშვეობით საკონსტიტუციო სასამართლოში 283 მოქალაქის სარჩელი გაგზავნეს. სარჩელი ეხება ფარული თვალთვალის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, სწორედ ამ კანონის გაუქმებას ითხოვენ მოსარჩელეები : “ეს არის საქართველოს მოქალაქეების მიერ ხელმოწერილი ელექტრონული სარჩელები, რომლებიც ჩვენ ჩავალაგეთ კონვერტებში და ვაგზავნით ამ ყველაფერს. მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ მალე სახალხო …

ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტი საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართავს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით მოქალაქეების ინიციატივას მხარს უჭერს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “სწორედ ჩვენი მოქალაქეების, ყველა ჩვენგანის, თქვენი თავისუფლებისთვის, კანონზე, რომელმაც ბოლო დროს ყველაზე მეტი ღელვა გამოიწვია, საზოგადოების აქტიურობიდან და  ერთიანი სულისკვეთებიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე ე.წ.მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო მოქალაქეების სარჩელს და მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით – სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც მე მომცემს შესაძლებლობას, დავეხმარო სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა კამპანია “ეს შენ გეხებას” ცნობით, მოსმენების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად მათ 300-მა მოქალაქემ მიმართა. მოქალაქეები მოითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლომ …

ფარული მოსმენების კანონის წინააღმდეგ სასამართლოში 300 მოქალაქის სარჩელი შევა

კამპანია “ეს შენ გეხებას” ცნობით, მოსმენების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად მათ 300-მა მოქალაქემ მიმართა. სარჩელების მიღების ვადა დღეს, 6 აპრილს ამოიწურა. მოქალაქეები მოითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს კანონი, რომლის თანახმადაც, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს სსიპ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო, ანუ, ის ორგანო, რომელიც დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვებითა და დამუშავებით. “ეს შენ გეხებას” განცხადებით, …

5 უფლებადამცველის უარი უკანონო მოსმენებს

კამპანია “ეს შენ გეხება” მიიჩნევს, რომ ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას  საქართელოში და კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციაში. ამიტომაც კამპანია მოქალაქეების საკონსიტუციო სარჩელებს შეაგროვებს. ნახეთ ხუთი უფლებადამცველის მოსაზრება ფარული მიყურადების კანონმდებლობაზე:

ფარული თვალთვალი: “ეს შენ გეხება” მოქალაქეების სარჩელებს შეაგროვებს

“ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები,” – ასეთია კამპანია “ეს შენ გეხებას” შეფასება, რომელმაც დღეს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში პრესკონფერენციას გამართა. კამპანია მიიჩნევს, რომ ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. “ახალი კანონმდებლობით …

პარლამენტმა ფარულ მოსმენებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

დღეს, 22 მარტს პარლამენტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე. პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის შენიშვნებს უყარა, თუმცა პაკეტის მთავარი პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” შესახებ და მისგან გამომდინარე ცვლილებები დეპუტატებმა 83 ხმით 20-ის წინააღმდეგ ჩააგდეს. მოტივირებული შენიშვნების შემდეგ სხდომაზე კენჭი  პარლამენტის მომზადებულ კანონპროექტს უყარეს. …

დოლიძე: თუ თვლით, რომ პრეზიდენტს უსაფრთხოების დასუსტება სურს, შპიონაჟზე სარჩელი შეიტანეთ

“თუ თქვენ თვლით, რომ საქართვველოს პრეზიდენტი დაინტერესებულია  ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის დასუსტებით, შეიტანეთ განცხადება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე – შპიონაჟზე,”  – ამ სიტყვებით “ქართული ოცნების” დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის სხდომაზე მიმართა. ანა დოლიძის თქმით, სამწუხაროა, პარლამენტის ამ შემადგენლობიდან პრეზიდენტზე ასეთი განცხადების მოსმენა: “თქვენი ინსინუაციით, საქართველოს მთავარსარდალი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დაინტერესებულია  ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის დასუსტებით. მინდა …

პრემიერის თქმით, “ფარულ მოსმენებზე” კანონპროექტს პირველადი სახით მიიღებენ

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს და ე.წ. ფარულ მოსმენებზე კანონპროექტს ისევ იმ სახით მიიღებენ, რომლითაც თავიდან შევიდა პარლამენტში. “ძალიან ყურადღებით განვიხილეთ პრეზიდენტის შენიშნვები. ვფიქრობთ, არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ–მინისტრზე, ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომელზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, …

ანა დოლიძე: ფარული მოსმენების სააგენტო არ შეიძლება იყოს სუს-ში, ან სუს-თან დაკავშირებული

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, ფარული მოსმენების განმახორციელებული სააგენტო არ შეიძლება იყოს  სუს-ში ან  სუს-თან დაკავშირებული. “საკონსტიტუციო სასამართლომ მიგვითითა, რომ მოსმენების განმახორციელებელ უწყებას არ უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ინტერესი.  ამიტომ არ შეიძლება ის იყოს სუს-ში და არ შეიძლება ის იყოს დაკავშირებული სუს-თან. ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, ეს სააგენტო პირდაპირ იყოს დაქვემდებარებული პრემიერთან. შესაბამისად, ის დარჩება აღმასრულებელი …

დღეს პარლამენტი “ფარულ მოსმენებზე” პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

დღეს, 22 მარტს პარლამენტი “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით,  თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს, კანონს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ: “ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი არ შეეგუება ამ კანონს. ყველასთვის ცხადია, რომ ეს დამანგრეველია მთლიანად ქართული პოლიტიკისთვის და, შესაბამისად, ჩვენ …

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე  პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. მოტივირებული შენიშვნების მიხედვით,  ფარული მოსმენის განმხორციელებელი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში …

ზარდიაშვილი: პრეზიდენტის ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის, ან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, პრეზიდენტის ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის, ან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და უშინაარსოა. ას განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. დეპუტატმა კოლეგებს მიმართა, რომ ამ ვეტოს მაინცდამაინც დიდი გულისყურით არ მოეკიდონ: “იმიტომ, რომ …

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

თბილისში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის დადებულ ვეტოს განიხილავენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ფარულ მიყურადებაზე უფლებამოსილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო პრემიერ-მინისტრს დაექვემდებაროს: “ასევე მნიშვნელოვანია,  სახელმწიფომ სამართლიანად აუნაზღაუროს ხარჯები კომპანიებს, რომლებსაც ისინი უსაფრთხოების მიზნებისათვის მომსახურებაში გასწევენ. ცნობილია, რომ  საპარლამენტო უმრავლესობას ყოველ ჯერზე შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა, …

რა შენიშვნები აქვს პრეზიდენტს “ფარული მოსმენების” შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე

საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე მომზადებული მოტივირებული შენიშვნები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წარმოდგენილი კანონების პროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. მოტივირებული შენიშვნების მიხედვით,  ფარული მოსმენის განმხორციელებელი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სტრუქტრურაა, ინტეგრირებულია მასში და შეუძლებელია, ისაუბრო …

Exit mobile version