ხინკალსა და ბლინში ცხენისა და ვირის ხორცი იპოვეს – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ნახევარფაბრიკატებში ცხენისა და ვირის ხორცები აღმოაჩინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული შემოწმებისას მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის, ხინკლის, გუფთის, ბლინის, ქაბაბისა და ბასტურმის 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში-ცხენის და ვირის ხორცი. სააგენტოს ცნობით, მწარმოებლები ბაზარზე …

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტ “აგროფერმაში” 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა.  სააგენტოს განცხადებით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული ხორცი კი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა. “სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა  საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“, სადაც მიმდინარე წელს განხორციელებული შემოწმებების შედეგად  სააგენტოს წარმომადგენლებმა 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული სურსათი კი …

კარფურში ნაყიდი სენდვიჩით 19 ადამიანი მოიწამლა – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, “კარფურში” საკვები მოწამვლის გამო 19 ადამიანს დიარეული ინფექცია დაემართა. ლევან ბაიდოშვილმა, ნოზოკომიური, აღმოცენებადი, წყლით და საკვებით გადამცემი დაავადებების და პარაზიტოლოგიის სამმართველოს უფროსმა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მათი კვლევის მიხედვით, 19 ადამიანი მოიწამლა საკვებით, აქედან 14–ს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. “მათ აქვთ ნაწლავთა დიარეული ინფექცია. პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ მოხვდა, პრაქტიკულად …

გურჯაანის ბაზარში ყველისა და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გურჯაანის აგრარულ ბაზარში ყველისა და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, ჩატარებული შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის  განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე აღუდგება. სააგენტომ მითითებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა თელავის აგრარული ბაზარიც.  

რა ვიცით ცხოველიდან ადამიანზე გადამდებ დაავადებებზე – FAO-ს კვლევა

საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ, რაც პირდაპირ უკავშირდება სურსათის უვნებლობის საკითხს – ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევაში არის საუბარი. კვლევა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაკვეთით 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში CRRC-მ ჩაატარა. კვლევა საქართველოში სოფლად მცხოვრები მესაქონლეების წარმომადგენლობით გამოკითხვას, ასევე ფოკუს-ჯგუფებს მოიცავს.  ჯანმრთელობისა და …

მოსწავლეთა ჯგუფური ინტოქსიკაციის შედეგად ქუთაისში კვების ობიექტი დააჯარიმეს

კვების ობიექტს ქუთაისში, სადაც სკოლის მოსწავლეები მასობრივად მოიწამლნენ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა. სააგენტოს ცნობით, იმერეთში ექსკურსიაზე მყოფი შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით 4 ნოემბერს ქუთაისის ჯანდაცვის დაწესებულებაში გადაიყვანეს. “როგორც მოზარდებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა განმარტეს, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ი/მ „ოთარ სინაურიძის“ კუთვნილ საზოგადოებრივი კვების ობიექტში ივახშმეს, რის შემდეგაც აღენიშნათ ინტოქსიკაციის სიმპტომები”, – …

ტყვიის მაღალი შემცველობა კარფურში შეძენილ ორცხობილასა და ვაფლში – Momxmarebeli.ge

Momxmarebeli.ge-ს განცხადებით, თბილისი მოლში მდებარე მაღაზია “კარფურში” შეძენილ პროდუქტში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა. პორტალის ინფორმაციით, პროდუქტი მომხმარებლის საჩივრის საფუძველზე შეამოწმეს. ლაბორატორიული კვლევით კი აღმოჩნდა, რომ  შპს „ვასაძის პურის“ ორცხობილას  პროდუქტსა და „სანდომი ვაფლში” ტყვიის შემცველობა  0.6 მგ/კგ იყო, როცა დასაშვები ნორმა 0.5 მგ/კგ-ია. პროდუქციის შემოწმება პორტალმა მომხმარებლის დაფარული საჩივრის საფუძველზე გადაწყვიტა. 27 ივნისს კი მითითბული პროდუქცია შეიძინეს და ლაბორატორიაში მიიტანეს. …

თბილისის ერთ-ერთ საწარმოში ყავაში, სავარაუდოდ, მოხალულ ბარდას ურევდნენ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყავის გადამამუშავებელ საწარმო „კოფი გრუპს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს ცნობით, ინსპექტრირებისას  საწარმოში სხვადასხვა დასახელების ხსნად და ყავის მარცვლებთან ერთად აღმოჩნდა 235 კგ მოხალული ბარდა. სააგენტოს ცნობით, საწარმოში ადგილზე ხდებოდა ბარდისა და ყავის მარცვლების მოხალვა მისი შემდგომი დაფქვის და სავარაუდოდ გადარევის მიზნით. სააგენტოს ცნობით, ჩატარებული ინსპექტირებისას საწარმოში 11 არაკრიტიკული და …

5 უფასო სასადილოს საქმიანობა შეუჩერეს ჯანმრთელობისთვის საშიში დარღვევების გამო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისთვის საშიში დარღვევების გამო 5 უფასო სასადილო დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს განცხადებით, 5 კომპანია:”ილი ჯგუფი”, “ნილი”, “თამაზ სიხარულიძე”, “თამარ ჭურაძე” და “ჩიხურა”, თითოეული 1000 ლარით დააჯარიმა, რადგან მონიტორინგის დროს მათ კრიტიკული დარღვევები ჰქონდათ. სააგენტოს განმარტებით, ეს დარღვევები შეეხებოდა ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვასა და დეზინფექციის ჩატარებას კვების ბლოკში. სააგენტოში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ …

როგორ ხვდება ბაზარზე დაავადებული თხილი – საფრთხეები და კონტროლის მექანიზმები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ აფლატოქსინებით დაავადებული თხილი საზღვარს ვერ კვეთს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაყოფში სოკოვანი დაავადება დასაშვებზე მეტი აღმოჩნდა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მცირე დოზით საშიში არ არის. ევროკომისიის სურსათის უსაფრთხოებაზე სწრაფი განგაშის სიტემაში (RASFF) 2016 წელს საქართველოდან იმპორტირებულ თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე 9, ხოლო 2017 წელს 2 შეტყობინება ფიქსირდება. საქართველო არ ხვდება იმ …

სეს: სუნელებში ტყვიის შემცველობაზე 2017 წლის შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ადგილობრივ ბაზარზე მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა სურსათში ტყვიის შემცვლელობასთან დაკავშირებით მონიტორინგი. 2017 წლის მონიტორინგის შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი: „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი ტყვიის შემცველობაზე სხვადასხვა სურსათში, მათ შორის, სუნელებში. არსებული მონაცემებით, მასშტაბური დარღვევები არ აღინიშნება და ქართული სუნელები შეზღუდვის გარეშე გადის 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, …

ჩვილ და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა საკვები ტრანსცხიმებს არ უნდა შეიცავდეს – მთავრობის დადგენილება

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სურსათში ტრანსცხიმის შემცველობა 100 გრამ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, ხოლო ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი ტრანსცხიმს არ უნდა შეიცავდეს. ამას ითვალისწინებს „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის #262 დადგენილება, რომელიც 2017 წლის პირველ აგვისტოს შედის ძალაში. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში,  ბიზნესოპერატორი ვალდებულია სურსათი …

თბილისის აგრარული ბაზრებიდან 1 ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამსახურის სპეციალისტებმა თბილისის აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. შემოწმების შედეგად სამსახურმა ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა „ფორმა N2“. დარღვევებისთვის 3 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. სააგენტოს ცნობით, დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოღებულია რეალიზაციიდან და მათი ზედამხედველობით განადგურდება.

ყალბი ცნობის გაცემის ბრალდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის სანაცვლოდ ყალბი ვეტერინარული ცნობის გაცემის ბრალდებით „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ქრთამის სანაცვლოდ არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ – ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინალურ – სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2). საქმეზე …

არ შეიძინოთ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში – გაფრთხილება მოსახლეობას

დღეს, 19 მარტს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდა მოსახლეობას, არ შეიძინოს პროდუქტი იმ ადგილებში, სადაც არაა დაცული პირობები მათი უსაფრთხებისთვის. “სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება  სურსათით ინტოქსიკაციის რისკი”, – აცხადებს სააგენტო. სააგენტოს განცხადებით, განსაკუთრებით …

ასახავს თუ არა ეტიკეტი სასურსათო პროდუქტის რეალურ შემადგენლობას

რამდენად სანდოა სურსათის შეფუთვაზე დატანილი ეტიკეტი – სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ ნაწარმს ამოწმებს, თუმცა momxmarebeli.ge მიიჩნევს, რომ სააგენტოს კადრები არასაკმარისია და საჭიროა მონიტორინგის გაძლიერება. თამარ გობეჯიშვილი, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტი ამბობს, რომ მასშტაბები, რომელთა მიხედვითაც, სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს სურსათს, არის გასაუმჯობესებელი და მეტი კადრი სჭირდება. momxmarebeli.ge (სტრატეგიული კვლევებისა და …

ბუფეტებში დარღვევების გამო 15 ბაღი და 8 სკოლა დაააჯარიმეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  სასწავლო წლის დასრულების პარალელურად სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკებში არსებული მდგომარეობა შეაჯამა. ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. “2016 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში   1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 – საბავშვო ბაღის და 507 – სკოლის ბუფეტში. დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 …

სიღარიბე და არასრულფასოვანი კვება ბავშვებისთვის სომხეთში

მრავალშვილიანი მამა არმენ კარახანიანი უკვე 20 წელზე მეტია ერევანში, თბილისის გზატკეცილზე, საცხოვრებელ სახლად გადაკეთებულ ნახევრად ჩამონგრეულ მატარებლის ვაგონში მარტო ცხოვრობს. მისი ცოლი ოთხ შვილთან ერთად ძირითადად მშობლებთან არის გადასახლებული. ამბობს, რომ შვილების გამოკვებას სხვანაირად ვერ შეძლებენ. ერევანში თბილისის გზატკეცილი საკმაოდ გადატვირთულია. მისი გავლით ქალაქის ავტომობილები სომხეთის ჩრდილოეთ მხარეებში, ან საქართველოს მიმართულებით მიდიან. ვაგონი-სახლი მანქანების მოძრაობის …

სააგენტო იმ მწარმოებლის საქმიანობას სწავლობს, რომელმაც ბურბუშელაში ასაფეთქებელი მოათავსა

სურსათის ეროვნული სააგენტო ბურბუშელა ”მინსტერის” მწარმოებელი კომპანიის საქმიანობას სწავლობს, ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუდასტურა. სააგენტოს განმარტებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა არ შეიძლება სურსათში იყოს მოთავსებული. მოკვლევის დაწყების მიზეზი გუშინ მიღებული შეტყობინებაა, რომლის მიხედვითაც, 4 წლის ბავშვმა ბურბუშელაში მოთავსებული საახალწლო ასაფეთქებელი გადაყლაპა, რის გამოც მოზარდი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.  ბავშვი საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.

Exit mobile version