13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების ოფიციალური ანგარიში [სლაიდშოუ]

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს.

ადმინისტრაცია: ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გაიხსნება

თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსის, მზია შარაშიძის განცხადებით, ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის სექტემბრამდე მზად იყოს. 

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, სტიქიას 16 მტაცებელი ცხოველი გადაურჩა [ფოტო]

თბილისის ზოოპარკი აქვეყნებს იმ ცხოველთა ჩამონათვალს, რომლებიც 13–14 ივნისის სტიქიას გადაურჩნენ. გამოქვეყნებული სიის თანახმად, ზოოპარკის ბინადარი არც ერთი ვეფხვი ცოცხალი აღარ არის.

მერია: სტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას სულადობით ან გამოსყიდვის გზით მიიღებენ

თბილისის მერიის ცნობით, 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს შეეძლებათ ანაზღაურება მოითხოვონ როგორც სულადობით, ისე დაკარული ქონების ანაზღაურებით.

პრემიერის ინიციატივით 13 ივლისს სტიქიის დღეების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყობა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 13 ივლისს, თბილისში მომხდარი სტიქიის ერთი თვის თავზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე ფოტოგამოფენა “13 ივნისი” გაიმართება. ინფორმაცია პრემიერის Facebook გვეწრდის საშუალებით გავრცელდა.

ვის მიენიჭება პრიორიტეტი სტიქიით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებისას?

თბილისის მერის მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული პირებისგან, რომლებიც რამდენიმე კატეგორიად არიან დაყოფილი, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით მერია გამოისყიდის საცხოვრებელ სახლებს, ხოლო შუალედურ პერიოდში – მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

საუდის არაბეთის პრინცმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად $300 000 გამოყო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუდის არაბეთის პრინცმა თბილისის სტიქიის შედეგების სარეაბილიტაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო


წითელი ჯვარი: სტიქიით დაზარალებულთა უმეტესობამ ფსიქოლოგური დახმარება მოითხოვა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ფსიქოსოციალური დახმარების პროცესში იყო ჩართული, აცხადებს, რომ ამ მოვლენების დროს ფსიქოლოგების ჩარევა გარდაუვალი გახდა.

ნარმანია: თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროექტს საკრებულოში დღეს შევიტანთ

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდება სტიქიით დაზარალებულთა დახმარება, არის მზად და მასში მხოლოდ მცირე შესწორებები შეტანა ხდება. 

რა კომპენსაციას მიიღებენ სტიქიით დაზარალებული ოჯახები – პროექტის სამუშაო ვერსია

13 ივნისის წყალდიდობის დროს დაზარალებული სვანიძის ქუჩის მცხოვრებთა კომიტეტი თბილისის მერიის იმ პროექტის სამუშაო ვარიანტს აქვეყნებს, რომლითაც სტიქიით დაზარალებული ოჯახების კომპენსირება უნდა განხორციელდეს. დოკუმენტის მიხედვით, სპეციალისტების მიერ უნდა განისაზღვროს სტიქიის ზონა, რომელშიც მცხოვრებ დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო დაეხმარება.

სტიქიისგან დაზარალებული ბიზნესკომპანიები

მთავრობის გათვლით, თბილისის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად ზარალი 100 მილიონ ლარს აჭარბებს, თუმცა, რა ზარალი მიადგა ბიზნესკომპანიებს, რომლებიც სტიქიის ზონაში ფუნქციონირებდნენ, ჯერ ზუსტად დათვლილი არაა. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას და საგადასახადო შეღავათებს ელიან.

 

„ვაკის ხორცპროდუქტებმა” წარმოების პროცესი განაახლა.

ინფორმაცია კომპანიის მენეჯმენტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განათავსა.

 

13-14 ივნისის სტიქიის მიზეზებზე “მწვანე ალტერნატივა” წინასწარ ანალიზს აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” 13-14 ივნისს თბილისში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული კატასტროფის მიზეზების წინასწარი ანალიზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ურბანისტი: ღვარცოფსაშიშ მდინარეში და მის კალაპოტში სახლების აშენება ნონსენსია

როგორ უნდა განვითარდეს სტიქიის შემდეგ ვერეს ხეობა? რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ ადგილზე ე.წ. მანჰეტენის პროექტის განხორციელება? – ამ საკითხებზე ურბანისტ ზურაბ ბაქრაძეს ვესაუბრეთ.

“მომინდომეს მანჰეტენი” – აქცია ვერეს ხეობაში პარკის გაშენების მოთხოვნით [ფოტო]

დღეს, 28 ივნისს, თბილისის საკრებულოსთან, ვერეს ხეობაში ცენტრალური პარკის გაშენების მოთხოვნით აქცია გაიმართა.  საკრებულოსთან შეკრებილი ადამიანები “მანჰეტენის” პროექტს აპროტესტებენ, რომლის განხილვაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

მოქალაქეები ვერეს ხეობაში პარკის გაშენების მოთხოვნით აქციას დღეს, 18.00 საათზე გამართავენ

მოქალაქეები დღეს, 28 ივნისს თბილისის საკრებულოსთან აქციას გეგმავენ, რომელზეც მოითხოვენ ვერეს ხეობაში გაშენდეს თბილისის ცენტრალური პარკი.

ნარმანია: თუ ხეობა იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო, შესაძლოა განვითარდეს ბიზნესცენტრები

თბილისის მერი, დავით ნარმანია ვერეს ხეობაში ბიზნესცენტრების განვითარებას არ გამორიცხავს.

შეფასებები ვერეს ხეობაში “ქართული მანჰეტენის” პროექტზე

მდინარე ვერეს ხეობაში ე.წ. ქართული მანჰეტენის აშენებას ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე აბსურდულს უწოდებს, ხოლო პროექტის ავტორს მიაჩნია, რომ პროექტი ვერეს ხეობას გამოაცოცხლებს.

თბილისის მერია: „ქართული მანჰეტენის“ პროექტი ჩვენთვის არავის წარუდგენია

“მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ პროექტის ინიციატორებს დედაქალაქის მერიისთვის არანაირი ინიციატივით ამ დრომდე არ მოუმართავთ. შესაბამისად, არ ვიცით, რას წარმოადგენს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობის ქართულ მანჰეტენად ქცევას ითვალისწინებს” -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

 

ბიზნესპალატის პროექტი – ქართული მანჰეტენი ვერეს ხეობაში

ახალ პროექტზე საქართველოს ბიზნეს-პალატა და სამშენებლო ასოციაციები მუშაობენ. იგეგმება საცხოვრებელი კორპუსების, რეკრეაციული ზონის და ბიზნეს-თაუერის აშენება.

 

საქველმოქმედო საღამო გერმანიაში თბილისის სტიქიით დაზარალებულების მხარდასაჭერად

იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში გერმანიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის პროექტის ფარგლებში დაარსებული ქართველ სტუდენტთა გაერთიანების, გერმანიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის და იენის უნივერსიტეტის საერთაშორისო სკაუტების ორგანიზებით და მხარდაჭერით მოეწყო  საღამო, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად გაიმართა.

“ბანკი ქართუმ” თბილისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 2 250 000 ლარი ჩარიცხა

“ბანკი ქართუმ” თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე 2.250.000 ლარი გადარიცხა.

 

საგანგებო სიტუაციების საგენტო: მტკვარში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დღეს მაშველებმა მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მერია: ვერეს ხეობაში გოფრირებულ გვირაბს ხიდის ტიპის კონსტრუქცია ჩაანაცვლებს

13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

Exit mobile version